მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებითი სესიების გამართვისთან დაკავშრებით ცენტრს უკვე ათეულობით აპლიკანტმა მიმართა - ამის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას ჩვენ მოვიწვევთ დამატებით სესიაზე. ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ უკვე რამდენიმე ათეული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ჯერ არ არის განსაზღვრული და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ძირითადი სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებსაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის დასაწყისში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ აბიტურიენტების ნაწილს ეხება“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ: გამოცდიდან 4 აპლიკანტი მოხსნა: „შპარგალკისა“ და ტესტზე სხვა პირის შესვლა დაფიქსირდა - სოფიო გორგოძე I კვირას აჯამებს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით