მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განმარტებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი etaloni.ge-სთან აკეთებს.
ცენტრის განმარტებით, იმ საგნების საგამოცდო ტესტები, რომლებიც უკვე წერეს მასწავლებელთა გამოცდაზე აპლიკანტებმა, მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დამატებითი გამოცდა ჩატარდება. როგორც გვეუბნებიან, ჯერჯერობით თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ გვერდზე განთავსდება.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ძირითადი გამოცდები ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის. ასევე მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა უკვე დაწერეს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI); მუსიკა; სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური).
მომდევნო გამოცდა 14 ივლისს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის ჩატარდება პროფესიულ უნარებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით