სიახლეები
საინტერესო

პედაგოგი, რომელიც მსოფლიომ საზაფხულო დავალების წყალობით გაიცნო
16-07-2022
-
+


იტალიელი მასწავლებელი ჩეზარე კატა მოსწავლეებისთვის მიცემული საზაფხულო დავალების წყალობით მსოფლიოში ცნობილი გახდა. მან სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას დავალების პირობა გაუზიარა, დავალების 15-პუნქტიანი ნუსხა კი მედიამ მრავალ ენაზე თარგმნა, რადგან ის დღემდე აქტუალური და სასარგებლოა.

დავალება მასწავლებელმა სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაქვეყნა, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მას აქტუალურობა ჯერ არ დაუკარგავს. დავალებამ გამოქვეყნებიდან მალევე 11 000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ასეთი პოპულარობის მიზეზი კი მარტივია - ჯერ არავისთვის მიუციათ საზაფხულოდ ასეთი შესანიშნავი საშინაო დავალება. 

ჩეზარე კატას 15-პინქტიანი საზაფხულო დავალება კი ასე გამოიყურება:

  • ეცადეთ საუბრისას გამოიყენოთ წელს შესწავლილი ახალი სიტყვები - რაც მეტის თქმას შეძლებთ, მით უფრო საინტერესოდ იაზროვნებთ. ხოლო რაც მეტი აზრი გეწვევათ, მით უფრო თავისუფლები იქნებით. 
  • დილაობით ზღვის სანაპიროზე ისეირნეთ - უცქირეთ წყალზე მზის ანარეკლს და იფიქრეთ თუ რა გაბედნიერებთ. 
  • იკითხეთ ბევრი! რამდენსაც შეძლებთ და არა იმიტომ, რომ ვალდებულნი ხართ ეს გააკეთოთ. იკითხეთ იმიტომ, რომ ზაფხული ოცნებებს შთაგვაგონებს, კითხვა კი - აფრენასავითაა. იკითხეთ, რადგან ეს აჯანყების საუკეთესო ფორმაა. 
  • თავი აარიდეთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის სიცარიელის შეგრძნება მოაქვს (ნივთებს, სიტუაციებსა და ადამიანებს). ეძებეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებიც თქვენს სულიერ სამყაროს გაამდიდრებენ, რომლთაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ. 
  • თუ გრძნობთ სევდასა და შიშს, არ შეგეშინდეთ: ზაფხულს, როგორც სხვა ყველაფერს შესანიშნავს, შეუძლია სულის აფორიაქება. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ თუ როგორ გრძნობთ თავს. 
  • იცეკვეთ და არაფრის შეგრცხვეთ. იცეკვეთ საცეკვაო მოედანზე ან თუნდაც მარტომ საკუთარ ოთხში.
  • ერთხელ მაინც შეხვდით მზის ამოსვლას. უცქირეთ ჩუმად და ღრმად ისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და იგრძენით მადლიერება. 
  • დაკავდით სპორტით და ბევრი ივარჯიშეთ. 
  • თუ შეხვდებით მას, ვინც ძალიან მოგეწონებათ, უთხარით ეს მას ლამაზად და დამაჯერებლად. არ შეგეშინდეთ, რომ ვერ გაგიგებენ. ხოლო თუ გაგიგებენ და შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამენ, მაშინ ამ ზაფხულს ერთად გაატარებთ და ეს თქვენთვის დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება.
  • გადაიკითხეთ გაკვეთილების კონსპექტები და შეადარეთ ყველაფერი, რის შესახებაც წაგვიკითხავს, იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. 
  • იყავით ბედნიერი, როგორც მზის სხივი და ისეთივე თავისუფალი და ბობოქარი როგორც ზღვა. 
  • არ იკამათოთ, იყავით თავაზიანი. 
  • უყურეთ კარგ ფილმებს - ღრმა დიალოგებით, თუ შესაძლებელია, ინგლისურად, რომ ამავე დროს ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესოთ. დაე, ფილმი თქვენთვის არ დამთავრდეს ფინალური ტიტრებით.
  • ზაფხული - არის მაგია. იოცნებეთ, იმაზე, თუ როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი ცხოვრება. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არასოდეს დანებდეთ თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.
  • უბრალოდ იყავით კარგები. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება