სიახლეები
სკოლები

„სიკეთე გადამდებია დავეხმაროთ გაჭირვებულებს“ - სავანეთის საჯარო სკოლა სოციალურ პროექტს ახორციელებს
27-03-2018
-
+


სავანეთის საჯარო სკოლა სოციალურ პროექტს „სიკეთე გადამდებია, დავეხმაროთ გაჭირვებულებს“ აგრძელებს. 

სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა თემა - „სოციალური დაცვა და მისი გარანტიები“ დაამუშავეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს საყოველთაო დაზღვევის პროგრამასა და შშმ პირთა დაცვის მექანიზმებზე. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ამ საქმეში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებმა გადაწყვიტეს სოციალურად შეჭირვებულების დახმარებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ და პროექტი განახორციელეს.

სკოლის სამოქალაქო კლუბის „სავანეს“  წევრები სავანეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ  ოჯახს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ოჯახს გადასცეს სხვადასხვა სახის პროდუქტი, საოჯახო ნივთები, ტკბილეული, სარეცხის საშუალება და ა.შ.

მოინახულეს შშმ პირი თურაბ ისაევი, რომელიც 24 წლისაა, არ აქვს ფეხის ტერფები და უჭირს სიარული.

„ძალიან ლამაზი დღე იყო, ორმაგად სასიხარულო. მათ მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი და ამასთან ისწავლეს  სოციალურად დაუცველი ადამიანის  დახმარება, რომელიც შეიძლება მცირე ხნით მაინც გააბედნიერო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ახლახან, პროექტის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში სკოლაში ესეების კონკურსი  გაიმართა, რასაც დისკუსია მოჰყვა. დისკუსიის თემა სიკეთე და სიკეთის გაკეთების აუცილებლობა იყო. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება