სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლე ელენე შალამბერიძე გარემოსდაცვითი პოსტერების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
11-07-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძემ გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი პოსტერების კონკურსში გაიმარჯვა. 

პოსტერების კონკურსში - „გარემოს დაცვა ჩემს ქალაქსა თუ სოფელში“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და „ეკოჭიათურის“ მხარდაჭერით ჩატარდა, სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. სკოლიდან წარადგინეს 7 მოსწავლის ნამუშევარი.

სასიხარულოა, რომ გამარჯვებულთა შორის არის „ანაბასისელი“ ელენე შალამბერიძე, რომელმაც  გაიმარჯვა ნომინაციაში - ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პოსტერი. 

კონკურსი კი ჩატარდა 5 ნომინაციაში:

  • ყველაზე ინოვაციური გარემოსდაცვითი პოსტერი;
  • ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პოსტერი;
  • ყველაზე ორიგინალური გარემოსდაცვითი პოსტერი;
  • საუკეთესო პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში;
  • საუკეთესო მომავლის პოსტერი გარემოსდაცვით საკითხზე ჩემს ქალაქში/ჩემს სოფელში.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით წარიმართა. გამარჯვებულებს პრიზები „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, გოჩა ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გადასცეს.

ელენე შალამბერიძეს საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ.

„ელენე წარჩინებული მოსწავლეა, აქტიურია და შრომისმოყვარე, პროექტის ორგანიზატორებთან გაგზავნილ პოსტერს ასეთი ანოტაცია წაუმძღვარა:

„ჩემი დღევანდელი პოსტერი აღნიშნავს ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემას ჩემს ქალაქში და საერთოდ მსოფლიოში. ჩემი მიზანია მოვუწოდო საზოგადოებას გავამწვანოთ გარემო და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. „სუფთა ფილტვები, ჯანსაღი გარემო!. „ჩემი მიზანია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის ბრძოლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის მე-13 მიზანი, „კლიმატის ცვლილება“. ვარ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ელჩი საქართველოდან და საერთაშორისო კონფერენციების ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი. ვცდილობ, ჩემი ხმა მივაწვდინო მსოფლიოს და დღევანდელი პრობლემების აღმოსაფხვრელად ვიბრძოლო“.

ვულოცავთ ელენეს მიღწეულ წარმატებას! გვეიმედებიან ის და მისი თანატოლები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება