მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკრებულოს დადგენილებით გარკვეული კორექტირებები შევიდა და განისაზღვრა საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთა წახალისების მექანიზმები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოხდება კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100%-იანი საგრანტო ქულის) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
„აღნიშნული ინიციატივა ეხება კურსდამთავრებულების 2 კატეგორიას: ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა“.
ქვეპროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიიღოს ზომები იმ მოსწავლეთა მიმართ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ