სიახლეები
სიახლეები

„სანამ ასეთ ტესტებს შეადგენთ, სკოლებს მიხედეთ, სადაც მთელი წელი არაფერს აკეთებენ და ბოლოს 6 საკონტროლოს გვაწერინებენ“ - აბიტურიენტი ეროვნულებზე
13-07-2022
-
+


ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება გრძელდება... სოციალურ ქსელში აბიტურიენტები საკითხებს და იმას განიხილავენ, თუ რომელი საგნის, რომელი ვარიანტი იყო რთულია, თუმცა აპლიკანტები თანხმდებიან, რომ სწორედ მათემატიკის გამოცდამ გაუცრუა უმრავლესობას იმედი...

გთავაზობთ ერთ-ერთი აბიტურიენტის სტატუსს, რომელიც დეტალურად ხსნის, რა არ მოეწონა მათემატიკის გამოცდაზე:

„არ შემიძლია, რომ მეც არ დავწერო მათემატიკის ტესტზე… ძალიან უსამართლობაა, როცა ჯერ სამი წელი გვიცდება, მერე სკოლაში იმდენს არ გვასწავლიან, რომ გამოცდები ჩავაბაროთ (ყოველ შემთხვევაში, ჩემს სკოლაში), მერე, ნორმალური მასწავლებლები რვაასამდე დოლარებს იღებენ მომზადებისთვის და ყველა ბავშვი ვერ ახერხებს მომზადებას ან ვინც ახერხებს, თითქმის ბოლო ერთ წელში სწავლობს 12 წლის მასალას (ისიც მესმის, რომ ეს მარტო მასწავლებლების ბრალი არაა და ჩვენი სიზარმაცეცაა) და როცა თითქმის ნახევარ წელს ვუთმობთ ტრიგონიმეტრიულ განტოლებებს (რომლებიც ყოველ წელს მოდის) და წელს ერთიც არ იყო, როცა მთელი წელი ლოგარითმულ განტოლებებს ვწერთ და წელს ერთი განტოლებაც არ იყო, როცა ყოველ წელს ფუნქციებიდან ერთი 10 განტოლება მაინც მოდის და ამ საკითხს ყველა დიდ დროს ვუთმობთ წელს ორი ძლივს იყო და ისიც, ისეთი უაზრო, რომ ვერც კი ვიხსენებ, რა დავწერე, როცა მთელი წელი უტოლობებს ვსწავლობთ და წელს არაფერი მოვიდა, როცა პარალელოგრამს, რომბს, მართკუთხედს, წრეწირს, მრავალკუთხედებს, სტერეომეტრიას ყოველ წელს ბევრი ამოცანა ეთმობოდა და ჩვენც ბევრ დროს ვუთმობდით და წელს ერთი იყო მარტო პირამიდაზე, ძალიან უსამართლობად მიმაჩნია. უბრალოდ, გადახედეთ ნებისმიერი წლის ტესტს და ნახავთ, რომ თითო საკითხში, თითო რამ მაინც არის ჩასმული და წელს საერთოდ არ იყო ისეთი მასალა, რასაც ალბათ ყველა განსაკუთრებით ამ ბოლო თვეში იმეორებდა, სამი გვერდი ტრიგონომეტრიის ფორმულები იმიტომ ვიცი, რომ წელს არაფერი მოსულიყო? ან თუნდაც ლოგარითმები, ბოლო დავალებაზე ხომ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი, თვითონაც იციან, რომ არასაპროგრამოა, არც სკოლაში ისწავლება მაგის ამოხსნა, ვერ ვხვდები, რა დანიშნულება აქვს ოთხქულიანში მაგ ამოცანის ჩასმას, რომელიც არც არაფერში გამოგვადგება და ვერც ნახევარზე მეტი ვერ ამოხსნის, მით უმეტეს, ასეთ მცირე დროში.

ჩემი აზრით, ამ ტესტმა არანაირად არ მოგვცა ჩვენი ცოდნის გამოვლინების შანსი და არა მარტო მათემატიკამ, ქართულზეც იგივე მექნება სათქმელი. როცა მთელი წელი ალბათ ყველამ ისეთი თემების წერაში გავატარეთ, რომლებიც მართლა აქტუალურია წელს და ასეთი უაზრო მონაკვეთები და თემები მოდის, არც ეგ არის ნორმალური. წელს აქტუალურია პიროვნების თავისუფლების დაკარგვა, აქტუალურია საზოგადოებიდან განსხვავებული ადამიანების გარიყვა, აქტუალურია ბულინგი, ძალადობა, თავისუფლების დაკარგვა, ტოტალიტარიზმი, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაზე აქტუალური მაინც ყმაწვილკაცობისას დაშვებული შეცოდებები ყოფილა… ანუ სამსჯელოსაც არ გვაძლევენ, რომ ჩვენი ცოდნა გამოვავლინოთ.

ჩემი აზრით, naec.ge - გამოცდების ეროვნული ცენტრი, სანამ ასეთ ტესტებს შეადგენთ, ჯერ სკოლებს მიხედეთ, იმ სკოლებს, რომლებშიც მასწავლებლები „ქრთამებს“ იღებენ ნიშნისთვის, იმ სკოლებს, რომლებშიც მხოლოდ დაზეპირებას მოითხოვენ, სადაც არც გრამატიკა ისწავლება და არც თემების წერა, სადაც მთელი წელი არაფერს აკეთებენ და წლის ბოლოს 6 საკონტროლოს ერთად გვაწერინებენ.

ამასაც, რომ თავი გავანებოთ, რატომ უნდა იყოს უმაღლესი განათლების მიღება ასეთი ძვირი? რატომ უნდა მიწევდეს თუნდაც თავისუფალში 100% გრანტის აღების შემთხვევაშიც 3450 ლარის გადახდა??? ვერ ვხდები, რა ლოგიკაა 100% გრანტი არის გრანტი, სადაც არაფრის გადახდა გიწევს. უბრალოდ ამ ქვეყანაში განათლებასაც ვერ მიიღებ, თუ ფული არ გაქვს და ძალიან სირცხვილია“!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება