მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „წიგნი ჩვენი მეგობარია“, რომლის ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეებში კითხვის კულტურის განვითარება, მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება და სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრება იყო.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა ბევრი საინტერესო აქტივობა, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მაკულატურის შეგროვება, ჩაბარება და შესაბამისი თანხით მხატვრული ლიტერატურის შეძენა.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის აღნიშნულ აქტივობაში, აქტიურად ჩართულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
„მათმა აქტიურობამ დიდი შედეგი გამოიღო, შეგროვდა 1000 კგ.- ზე მეტი მაკულატურა, აღებული თანხით, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა მხატვრული ლიტერატურის შეძენა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო