მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა. წლის მანძილზე დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, აქტივობა თუ პროექტი შესთავაზეს. მოსწავლეებიც ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის, ვალია ენდელაძის ჩატარებული ღონისძიება თემაზე - „ლიტერატურული პერსონაჟები სამსჯავროზე“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განიხილეს ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ პერსონაჟები. ღონისძიებაში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, ადვოკატისა და პროკურორის როლი და ლიტერატურული პერსონაჟები გაასამართლეს.
„აღნიშნულმა ღონისძიებამ მსმენელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამშობლოს სიყვარული, მისი ღირსებისა და დამოუკიდებლობის დაცვა უწმინდესი, უმაღლესი და უძლიერესია ადამიანის გრძნობა-მოვალეობათა შორის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს
„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციით მორთეს
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა