სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი შემეცნებითი ტური
12-07-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.

7 ივლისს XIკლასის მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი ექსკურსია განხორციელდა და სასწავლო წლის დასასრული კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

„XI კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები: ირინა ალავიძე, ნინო ლობჯანიძე, სკოლის ექიმი თამარ ფანჯულიძე, სტუმარი პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ირინა ჯანელიძე - ისიც ფიზიკის პედაგოგი, დამრიგებელ ნატო ჯოხაძესთან ერთად ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე მარშრუტით: წყალტუბო - ყაზბეგი - დარიალის ხეობა - წყალტუბო.

ექსკურსიის მიზანი იყო უკეთ გავცნობოდით საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს, მის ღირშესანიშნაობებს, უფრო მეტად შეგვეგრძნო ჩვენი სამშობლოს ბუნებისა და ისტორიის სიყვარული, კიდევ უფრო მეტად გავცნობოდით ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილის ისტორიას და მნიშვნელოვან ფაქტებს.

მოვილოცეთ ანანურის ტაძარი, გერგეთის სამება, ლარსის ღვთისმშობლის მიძინებისა და მთავარანგელოზთა ტაძრები. ნახულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველანი, ვინც გახლდით ექსკურსიაზე, მონუსხულები დავრჩით ანანურის ციხის ხილვითა და მისი დაარსების ისტორიით, აღფრთოვანება გამოიწვია გერგეთის ტაძარმა და ლარსის ღვთისმშობლის მიძინებისა და მთავარანგელოზთა ტაძრების ხილვამ. სწორედ მათზეა ნათქვამი „ნეტავ ვინ აგაგო, რა ხელმა აგაგო“. ულამაზესია დარიალის ხეობა და ულამაზესია ჩვენი საქართველო თავისი კუთხეებით, კულტურით, ტრადიციებითა და ისტორიით.

მადლობა XI კლასის მშობლებს გვერდში დგომისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საკითხის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა

რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეიცვალნენ უფროსები -  კონკურსის შედეგები ცნობილია

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციით მორთეს

სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა

მუდამ გვეხაროს და გვეამაყოს ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდების მიღწევებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში

სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს

სიახლეები
საზოგადოება