მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022 წლის ზაფხული არა მხოლოდ აბიტურიენტების, პედაგოგებისთვის საკმაოდ ცხელია - საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარება უწევთ, რისი ბეგრაუნდიც დაუსრულებელი სავალდებულო და მოსამზადებელი ტრენინგებია; სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი პედაგოგის წერილი, რომლის ადრესატიც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გახლავთ და ამ მოხსენებით ბარათს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ, რომ უკვე მესამე თვე იწურება ვარ ტრენინგების ტყვეობაში. დაუსრულებელ წერასა და კითხვაში. ყოველი დღის ბოლოს კომპიუტერისგან დასხივებული და ყოვლად ძალაგამოცლილი. არ ვრეაგირებ ბავშვის ტირილზე, მოზრდილების ნავილზე და უფროსების ყვირილზე. არ ვღებულობ სტუმარს და არ დავდივარ სტუმრად. მეზობლები ალმაცერად მიყურებენ- ნეტავი რა იშოვა ამ ქალმა, აღარავის გვკადრულობსო. აღარ ვარგა თვალები ყურებისგან, ხელი წერისგან და გონება მოსმენისგან. არც ვიცი შედეგზე გავალ თუ არა. ყველაზე მთავარი პრობლემა არის აჯანყებული ოჯახი. მათ უწევთ შეგუება დანგრეულ სახლთან, გასარეცხ ან სველ სარეცხთან, ამოვსებულ ჭურჭლის ნიჟარასთან და გაზქურაზე დაუსრულებელ საჭმელთან. ჩემი ნათქვამის გასამყარებლად იხილეთ დანართი - სახლის ფოტო-მასალა და ჩემი ქმრის ყვირილის აუდიოჩანაწერი.
და ბოლოს, მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩემი მშვიდი და ერთ დროს მოსიყვარულე ოჯახი აღარ არსებობს. სამაგიეროდ, მომავალ თაობას ჰყავს კიდევ ერთი საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული, გულანთებული მასწავლებელი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით