მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კორონავირუსის შემთხვევების მატებასა და დამატებითი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ: „ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება“.
მისი განმარტებით საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო სექტორს შესაძლებლობა აქვს, პაციენტს ფაიზერის წარმოების მედიკამენტით „პაქსლოვიდით“ უმკურნალოს.
„მათთვის ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში ჩვენ მზად ვართ რომ ვუმკურნალოთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ფაიზერის წარმოების მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყანას შორის რომლებმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ, ასევე მსურველებს რასაკვირველია შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს“, - დასძინა აზარაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ