მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წელს პირველად უფროსი და წამყვანი მასწავლებლები აბარებენ გამოცდას, შეფასებისად ა გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 12 500-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდას აპლიკანტები ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:
წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 43 ქულა;
მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, ანუ მინიმუმ 53 ქულა.
საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:
22 - არჩევითპასუხებიანი დავალება;
2 - შესაბამისობის დავალება;
8 - ღია დავალება (მათ შორის არის რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და სხვა).
გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.
საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ