სიახლეები
სიახლეები

ზედაპირული პასუხები ნულდება, ფაქტობრივი ცოდნა კი მინიმალურად მოწმდება - ისტორიის გამოცდას 22 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს
17-07-2022
-
+


18-19 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიის საგანში ჩააბარებენ. წელს ისტორიის გამოცდაზე 22 200 - მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. etaloni.ge გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებებს, რომელიც აბიტურიენტებმა წინასაგამოცდოდ უნდა გაითვალისწინონ. 


შეიძლება თუ არა შეგვხვდეს საკითხები ისტორიაში, რომლებიც არ არის მოცემული არც ერთ სახელმძღვანელოში?
საკითხი, რომელიც არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის მითითებული, არ შეგხვდებათ, თუმცა გირჩევთ, ნუ მიეჯაჭვებით მხოლოდ სახელმძღვანელოს; შეგიძლიათ გადახედოთ სხვა უფრო ვრცელ მასალასაც. ტესტებით მინიმალურად მოწმდება ფაქტობრივი ცოდნა, დავალებები ძირითადად სააზროვნო უნარებზეა ორიენტირებული.
 
2. არგუმენტი ვრცელი უნდა იყოს თუ მოკლე და რა შემთხვევაში ითვლება პასუხი მცდარად?
ნულდება მხოლოდ ძალიან ზედაპირული პასუხები. მაგ.: „კარგი იქნებოდა, ომში წასულიყო!“ ეცადეთ თქვენი მოსაზრება დაასაბუთოთ. სიტყვების რაოდენობასა და ტექსტის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა - მნიშვნელოვანია არგუმენტირებული, მკაფიოდ დასაბუთებული და თანმიმდევრული მსჯელობა.
 
3. რამდენად მოგვეთხოვება წლების ცოდნა?
კონკრეტული წლების დაზეპირება სავალდებულო არ არის. თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ ქრონოლოგიური თანმიმდევრობისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების ცოდნა.
 
4. რუკის წაკითხვის დავალების შესრულების დროს რა უნდა გავითვალისწინოთ?
ისტორიული რუკის ანალიზის დროს, გაითვალისწინეთ, რომ ყველა პასუხი რუკაზეა მოცემული. ამ დავალებით მოწმდება, თუ რამდენად შეუძლია აბიტურიენტს რუკის წაკითხვა. ამიტომ დააკვირდით რუკას, ყურადღებით გაეცანით დეტალებს, ლეგენდას და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ პასუხები.
 
5. არგუმენტი პირველ პირში უნდა დაიწეროს თუ არ აქვს მნიშვნელობა?
შეგიძლიათ პირველ პირშიც დაწეროთ, ამ საკითხში სრულიად თავისუფლები ხართ.
 
6. იქნება თუ არა წელს დავალება ბრძოლის სქემისა და წყაროს მიხედვით?
ეს დავალება წელსაც იქნება ტესტში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დავალებაში შერწყმულია ვიზუალური და წერილობითი წყაროები და აბიტურიენტმა ორივე წყაროს გააზრების საფუძველზე უნდა დაწეროს პასუხები.
 
7. წყაროდან ციტირება დასაშვებია?
რა თქმა უნდა. წყაროდან ციტირება დასაშვებია, თუ ისტორიული წყაროს ანალიზის დავალებას გულისხმობთ. შეგიძლიათ ტექსტიდან პასუხები პირდაპირ გადმოიტანოთ.
 
8. რომელია ხშირად დაშვებული შეცდომები ისტორიაში?
ტიპური შეცდომების შესახებ ინფორმაცია მითითებულია კრებულში აბიტურიენტებისათვის, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტს.
 
9. შედეგის დავალებაზე რომ გვესაუბროთ...
ეს დავალება ორქულიანია. თქვენ უნდა შეაფასოთ ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის შედეგი არგუმენტირებულად, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას კონკრეტული სახელმწიფოსთვის ან მსოფლიოსთვის. კარგად უნდა გქონდეთ მოვლენა 
გააზრებული. 
 
10. ცნობილი ადამიანის ან დასახელების დაწერისას ერთი ან ორი ასოს ცდომილების შემთხვევაში ქულა დაგვაკლდება?
შესაძლოა დაგაკლდეთ, რადგან ტოპონიმი და კერძო სახელები ზუსტად უნდა ჩაწეროთ.
 
11. ისტორიის გამოცდა ხომ არ გართულებულა?
ტესტის სირთულე არ შეცვლილა. ის გასული წლების ანალოგიურია.
 
12. ისტორიაში ზღვარი რამდენია?
მაქსიმალური ქულაა 60. მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა წელსაც 25%-იანი ბარიერი უნდა დაძლიოს. თუმცა ზოგიერთ პროგრამაზე ზღვარი გაზრდილია და გირჩევთ, ამას ყურადღება მიაქციოთ.
 
13. კარიკატურა ან პლაკატი თუ შეგვხვდება წელს ტესტში?
კონკრეტულად კარიკატურა ან პლაკატი შესაძლოა არ იყოს ტესტში შეტანილი, თუმცა მე-20 დავალებაში აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე სახის ვიზუალური მასალის ანალიზი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

„თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა ქართული ელემენტებით მორთულ გარემოშია, რაც აერთიანებს კულტურულ და თანამედროვეობის მახასიათებლებს“

ახალი წლის მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე

ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს ! 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

„თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა ქართული ელემენტებით მორთულ გარემოშია, რაც აერთიანებს კულტურულ და თანამედროვეობის მახასიათებლებს“

ახალი წლის მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

საშობაოდ, საჩუქრის ჩუქების ტრადიციამ სათავე გერმანიაში, მე-16 საუკუნიდან აიღო

სიახლეები
საზოგადოება