მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ბცჟ):
ა) აცრა ტარდება სამშობიარო სახლში/განყოფილებაში დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში. თუ ახალშობილის აცრა ვერ განხორციელდა სამშობიარო სახლში/განყოფილებაში 0-5 დღის განმავლობაში, მას ბცჟ ვაქცინაცია უტარდება პირველივე შესაძლებლობისთანავე, 1 წლამდე ასაკში იმუნიზაციის მომსახურების მიმწოდებელთან;
ბ) ვაქცინაცია 1 წლამდე ასაკში შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად ნებისმიერ სხვა რუტინულ ვაქცინასთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა შპრიცით;
გ) საქართველოში და ტუბერკულოზის პრევალენტობის მაღალი მაჩვენებლების მქონე სხვა ქვეყნებში დაბადებული 12 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების ბცჟ ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის, რადგან კლებულობს ვაქცინის დამცველობითი ეფექტი;
დ) ბცჟ ვაქცინაციის წინ მანტუს სინჯი არ კეთდება.
2. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (B ჰეპატიტი) – აცრა ტარდება სამშობიარო სახლში/განყოფილებაში დაბადებიდან 0-12 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედა არის HBsAg დადებითი:
ა) ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია B ჰეპატიტის (მონო) ვაქცინით და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით დაბადებიდან 0 -12 სთ-ის განმავლობაში (იმუნოგლობულინის დოზის შერჩევა ხდება ინსტრუქციის შესაბამისად, კილოგრამ-წონაზე გაანგარიშებით);
ბ) B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შეყვანა ხორციელდება თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად. ბცჟ, B ჰეპ ვაქცინები და B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი ახალშობილს შესაძლოა გაუკეთეს ერთდროულად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა შპრიცით;
გ) თუ ახალშობილი არ აიცრა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით სამშობიარო სახლში/განყოფილებაში, ის უნდა აიცრას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით B ჰეპატიტის კომპონენტიანი ან მონოვაქცინით სამჯერადად, ასაკის შესაბამისად.
3. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პოლიომიელიტი (ინაქტივირებული), B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ჰექსა) – აცრა ტარდება 2, 3, 4 თვის ასაკში, კურსი არის სამდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა. ვაქცინის გამოყენება რეკომენდებულია 24 თვის ასაკამდე.
4. ტეტანუსი, დიფთერიის საწინააღმდეგო რევაქცინაცია (ტდ) – აცრა ტარედბა 14 წლის ასაკში და ზემოთ. დიფთერიის და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულების შემდეგ, ყოველ მე-10 წელს 55 წლის ასაკამდე აცრები უნდა ჩატარდებეს ტდ ვაქცინით.
5. დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო რევაქცინაცია (დყატ/პ) – აცრა ტარდება 18 თვის და 5 წლის ასაკში. თუ პირი არ არის ასაკობრივად აცრილი დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და პოლიომიელიტის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში 2 წლიდან 13 წლამდე ასაკის არავაქცინირებული პირი იცრება სამჯერადად. პირველ და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა, მეორე და მესამე აცრას შორის რეკომენდებული ინტერვალია 6 თვე.
6. წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია (წწყ) – კურსი არის ორდოზიანი და ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებული ბავშვები და მოზარდები უნდა აიცრან წწყ ვაქცინის 2 დოზით. აცრებს შორის დასაშვები მინიმალური ინტერვალია 4 კვირა.
7. პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (პნევმო) – აცრა ტარდება 2, 4, 12 თვის ასაკში, კურსი არის სამდოზიანი:
ა) პირველ და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალი არის 8 კვირა;
ბ) მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი არის 6 თვე;
გ) არავაქცინირებული ჩვილები და ბავშვები – 7 თვე და უფროსი ასაკი:
გ.ა) 7-11 თვის ასაკში ვაქცინაციის კურსი არის სამდოზიანი – ორი პირველადი აცრა კეთდება მინიმალური 4 კვირის ინტერვალით. მესამე აცრა უნდა გაკეთდეს სიცოცხლის მეორე წელს, მეორე აცრიდან მინიმალური 8 კვირის ინტერვალით;
გ.ბ) 12 თვე – 5 წლის ასაკში ვაქცინაციის კურსი არის ორდოზიანი. დოზებს შორის დასაშვები მინიმალური ინტერვალია 8 კვირა.
8. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ორალური ვაქცინა, როტა) – აცრა ტარდება 2 და 3 თვის ასაკში, კურსი არის ორდოზიანი და პირველ და მეორე აცრას შორის მინიმალური ინტერვალია 4 კვირა. რეკომენდებულია ვაქცინის პირველი დოზის მიცემა 16 კვირის ასაკამდე. აცრების ორდოზიანი კურსი უნდა დამთავრდეს 24 კვირის ასაკში.
9. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 - 11 - 12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი.
გაეცანით პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“