სიახლეები
სკოლები

კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“
14-07-2022
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებმა - მარიამ აჩელაშვილმა, ლაზარე ფანჯაკიძემ, მარიამ აჩელაშვილმა, არმაზი აბულაძემ და თამარა მაისურაძემ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. მათ შორის არმაზი აბულაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მე-2 ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა და მე-7 დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - არმაზ აბულაძემ, მარიამ ნოდარის ას აჩელაშვილმა, მარიამ ნიკოლაის ას აჩელაშვილმა, ლაზარე ფანჯაკიძემ და თამარა მაისურაძემ მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის „ეტალონში“ და ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს მონაწილეობისთვის, ხოლო არმაზ აბულაძეს საუკეთესო ათეულში მეშვიდე ადგილის დაკავებისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

11 ივლისს კონკურსის პირველი ეტაპი ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 13 ივლისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საკითხის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა

რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეიცვალნენ უფროსები -  კონკურსის შედეგები ცნობილია

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციით მორთეს

სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა

მუდამ გვეხაროს და გვეამაყოს ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდების მიღწევებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში

სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს

სიახლეები
საზოგადოება