მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14-15 ივლისს პედაგოგები წამყვანობისა და მენტორობის გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ... უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა ეს პროფესია პერიოდულად ტესტირებას, ცალკე საუბრის თემაა, Etaloni.ge კი Tsaulina Malazonia-ს პოსტს უცვლელად გთავაზობთ, რომელიც სწორედ მასწავლებელთა გამოცდებს ეხება:
„მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე პირველად 12 წლის წინ გავედი. ჩემი მაშინდელი პირველკლასელები ახლა ზრდასრული ადამიანები არიან.
ხვალ რომ რომელიმე მათგანი საგამოცდო ცენტრში შემხვდეს, ხომ გაიფიქრებს - ნეტავი რით ვერ ჩააბარა ამდენ ხანსო...
თავის დაზღვევის მიზნით წინასწარ გეტყვით: ჩავაბარე კარგებო, მაშინაც, მერეც, რამდენიმე და რამდენჯერმე, მაგრამ სისტემამ არ მიღიარა და ვერ დაასრულა ჩემი გამოცდა...
ვადაგასულ პროდუქტს რომ ტომარაში ჩატენიან და ღარიბ ოჯახებს ჩამოურიგებენ, ისე გამოავსო ფაილები და ფოლდერები უთავბოლო, გაუფილტრავი მასალებით და მომართვა ისე, რომ ზედ ერთი ტრენინგიც არ მოუყოლებია. რომ დავფიქრდეთ, რაში იხარჯება ჩვენი ძალისხმევა? გამოცდებისთვის დაუსრულებელი მზადებით სკოლებში განათლების დონე მატულობს? არა! ეს სტატუსზე მიბმული ხელფასისთვის ბრძოლაა მხოლოდ.
სინამდვილეში, მე, როგორც მასწავლებელი, ამ ძვირფას დროს უნდა ვახმარდე თვითგანვითარებას, უნდა ვსწავლობდე გამუდმებით, ვეზიარებოდე სიახლეებს, ვვითარდებოდე არა იმისთვის, რომ რაღაც ხელოვნური ბარიერები გადავლახო, არამედ იმისთვის, რომ საკლასო გარემო უფრო მიმზიდველი და მოტივაციის მიმცემი იყოს მოსწავლისთვის.
როგორ, რა გზით? რა რესურსს და მხარდაჭერას მთავაზობს სისტემა ამისთვის? 3000 გვერდიან ელექტრონულ მასალას? მადლობა. გაგების დონეზე კი გავიგე...“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ