მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი:
ის, რომ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ასე აქტიურად არიან ჩართულები, ჩვენი პატივია. ჩვენი სახე ჩვენი ახალგაზრდები არიან. ხვალ და ზეგ ის დღე დადგება, როდესაც ისინი თავიანთ შესაძლებლობებსა და განათლებას გამოავლენენ. ამაში კი ჩვენი ჩართულობაც მაქსიმალური იქნება. პირველი ადგილი ეთნიკურად სომეხმა მოსწავლემ დაიკავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეთან, ახალქალაქში ენობრივი ბარიერი ისევაა. „ეტალონში“, 4+1 და მსგავს პროგრამებში ჩვენი მოსწავლეების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფო ენა ისე უნდა იცოდნეს, როგორც საჭიროა.
ვალერი სტელმაშოვი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი:
ინტელექტ-ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი პროექტია. უმჯობესი იქნება, თუ მომავალში კვლავ დასწრებით ფორმატში გაიმართება და მოსწავლეები ასე ჩაერთვებიან, რადგან ახლა პანდემია ასე თუ ისე დასასრულს უახლოვდება. მერია „ეტალონთან“ თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.
თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:
ჩვენი მუნიციპალიტეტიდან „ეტალონში“ ყველა სკოლა ჩართული იყო. მეორე ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არდადეგები იყო, ყველა მოსწავლე ჩაერთო. გაიმარჯვა სომხურენოვანი სკოლის მოსწავლემ, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. ზოგადად, მსგავსი პროექტების არსებობა მუნიციპალიტეტისა და სოფლის სკოლებისთვის მნიშვნელოვანია. ასე ახალგაზრდებს დიდი ინტერესი და მოტივაცია უჩნდებათ, რაც 21-ე საუკუნეში ძალიან საჭიროა. ყველა მოუთმენლად ელის, თუ როდის დაიწყება „ეტალონი“ რომ ჩაერთონ. ჩვენ დინამიკაშიც ვხედავთ, როგორ იზრდება ჩართულობა და მოსწავლეთა მოტივაცია.
სვეტლანნა ორჯაციან - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“, კორხის საჯარო სკოლა:
ძალიან მიხარია, რომ პირველი ადგილი დავიკავე, რადგან ეს დიდი წარმატებაა. მეორე ეტაპი, პირველისგან განსხვავებით, ცოტა ძნელი იყო, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია, კარგად გავიგე ტესტის შინაარსი. მე ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისათვის წინასწარ ვემზადებოდი. ის რომ „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი ჩემთვის დიდი წარმატებაა, რადგან 88 მოსწავლეს შორის პირველი ადგილი დავიკავე. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ მე ეთნიკურად სომეხი ვარ, ჩემპიონატში ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ გამარჯვება მოვიპოვე.
გალია ირიციან, კორხის საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ სვეტლანნა ორჯაციანის წარმატება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ამ ფაქტით ყველა - მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები - ძალიან გახარებულები ვართ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსწავლე ფინალურ ეტაპზეც დიდ წარმატებას მიაღწევს. ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია.
ლუსინე აფოზიან, კორხის საჯარო სკოლის პედაგოგი:
სვეტლანნა ორჯაციანი ძალიან კარგი მოსწავლეა. მისი წარმატებას სკოლაში ყველას უზომოდ გაგვიხარდა. „ეტალონში“ მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც დავწერე, რომ ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა, ამით კი ყველამ გაიხარა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ფინალშიც წარმატებას მიაღწევს, რადგან ძალიან კარგი მოსწავლეა.
ანზორ მიქელაძე, ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ალექსანდრე მიქელაძე ბეჯითი ბავშვია, კარგად სწავლობს. ალბათ, მომავალში პირველ ადგილს დაიკავებს. მიღწეული წარმატება როგორც სკოლისთვის, ასევე მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტი გმოსწავლე წარმოაჩენს „ეტალონში“ თავიანთ შესაძლებლობებს.
მარინე ფანჯაკიძე, ოკამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:
მიღწეული წარმატება ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სხვა მოსწავლეებისთვისაც დიდი სტიმულია. მათ მოტივაცია ემატებათ. ისინი ჩემპიონატში ინტერესით ერთვებიან. მიღწეული შედეგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი თავად მოსწავლისთვის არის. ეს წარმატება მას მომავლში კიდევ უფრო დიდი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. მოტივაცია, ინტერესი, სწავლის წყურვილი კიდევ უფრო გაუღვივდება.
ლუსინე წარუკიანი - მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, კორხის საჯარო სკოლა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა