რა შემთხვევაში ეთვლება დაგვიანება საპატიოდ ბაღის თანამშრომელს? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
სამსახურში დაგვიანების უფლება ბაღის თანამშრომლებს არ აქვთ. ბაღების მართვის სტრატეგიაში წერია, რომ ყველა თანამშრომელი ვალდებულია, დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამუშაო საათების დამთავრებამდე სამსახურში.
თუმცა არსებობს საპატიო მიზეზები: ავადმყოფობა, დროებითი შრომისუუნარობა, ოჯახური მდგომარეობა და ასეთ დროს ერთი დღით ადრე ან სამუშაო დროის დაწყებამდე, აუცილკებლად უნდა შეატყობინოს არგამოცხადების ან დაგვიანების მიზეზი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.
სხვათა შორის, საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურში დაგვიანება, რომლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 წუთს და თუ დაგვიანებას სისტემატური ხასიათი აქვს, ის საპატიო აღარ არის.