მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას სახვითი და გამოყენებით ხელოვნებასა და ქიმიაში ჩააბარებენ ხელოვნების გამოცდაზე 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, ხოლო ქიმიას 2600 - მდე აპლიკანტი ჩააბარებს. რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება აპლიკანტებმა და რა რჩევებს აძლევს მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აბიტურიენების კითხვები და ცენტრის პასუხები:
კითხვები სახვითი და გამოყენებით ხელოვნების ტესტის შესახებ:
ხელოვნებაში ხატვის ცოდნა თუ მოგვეთხოვება?
ხელოვნების გამოცდა ხატვის უნარს არ ამოწმებს, ეს შემოქმედებითი ტურის პრეროგატივაა, რომელსაც უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ. ჩვენს ტესტში პრაქტიკული ხასიათის დავალება არ არის.
რამდენად მოგვეთხოვება ან დაგვჭირდება ტერმინების ცოდნა ხელოვნებაში?
ტერმინების ცოდნა ხელოვნების გამოცდისთვის, ისევე როგორც ზოგადი განათლებისთვის ხელოვნებაში, მნიშვნელოვანია. ტერმინები, რომლებსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან ეუფლებიან, წარმოადგენს სასკოლო პროგრამის აუცილებელ ნაწილს. ასე რომ, ყველა სახელმძღვანელოში ყველა გაკვეთილი ამ ტერმინების საფუძველზეა აგებული, ვინაიდან ისინი, როგორც ცნებები, ისეა გამოტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასევე ამ ტერმინების გამოყენებით თქვენი მსჯელობა საკითხის გარშემო იქნება მკაფიო და ნათელი, გაგიადვილდებათ აზრის და შთაბეჭდილების გამოხატვა.
თუ მე-15 დავალებაში ეპოქა ვიცანი და ავტორი ვერა, ამ შემთხვევაში რა ხდება?
15 ქულიან დავალებაში ავტორის ამოცნობა მხოლოდ 1 ქულას ნიშნავს. ასე რომ, თუ მსჯელობა სწორად იქნება წარმართული სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 14 ქულას დაიმსახურებთ.
უცნობი მხატვრების შესახებ რა ტიპის კითხვებია ტესტში შეტანილი?
უცნობ მხატვრებში რას გულისხმობთ, დასადგენია. თუ, სავარაუდოდ, არაპროგრამულ მხატვრებს გულისხმობთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კითხვები მხოლოდ მხატვრულ მახასიათებლებს შეეხება. საერთოდაც მხატვრების შესახებ კითხვები ტესტში მათი ბიოგრაფიიდან არასდროს არის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ