სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბაღის თანამშრომელს უფლება აქვს გამოხატოს პრეტენზია და მოიწვიოს რიგგარეშე კრება - დეტალები
17-07-2022
-
+


ბაგა-ბაღებში დასაქმებულ თანამშრომლებს მხოლოდ მოვალეობები კი არა, უფლებებიც აქვთ, რასაც ბაღების მართვის სტრატეგიის ოფიციალური დოკუმენტი არეგულირებს და სადაც აღნიშნულია, რომ ბაღის პერსონალს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია, ასევე მოიწვიოს რიგგარეშე კრება:

„ბაგა-ბაღის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება, მიიღოს შრომის ანაზღაურება დროულად და ისინი სარგებლობენ შვებულებით შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. თანამშრომელთა სამუშაო განისაზღვრება ხუთდღიანი სამუშაო კვირით და თუ რომელიმე სამუშაო მოითხოვს არასამუშაო დღეებში თანამშრომლის მუშაობას, სხვადასხვა თანამდებობისთვის ინდივიდუალური გრაფიკის შემუშავებას, შვებულების დღეების მორგებას და ა.შ.ეს შესაძლებელია ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის მიღწეული შეთანხმებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებითა და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

ასევე ირკვევა, რომ ბაღის თანამშრომლებს აქვთ უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთ საქმიანობასთან და კავშირებული ინფორმაცია, მიიღონ და გასცენ პროფესიული რჩევები.თანამშრომლებს აქვთ უფლება, გამოხატონ პრეტენზია ამა თუ იმ საკითხის მიმართ, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თანამშრომლის ინიციატივით შესაძლებელია, მოწვეული იყოს რიგგარეშე კრება. თუ მათი ზეპირი შენიშვნა არ დაკმაყოფილდა, აქვთ უფლება წერილობით მიმართონ დირექტორს ან ზემდგომ ორგანოებს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება