„ეტალონის“ და izrune.ge-ს 2022 წლის SUPER ოჯახების პირველი LIVE გადაცემა პირდაპირ რეჟიმში იმართება. მონაწილე ოჯახები მთელი საქართველოდან არაფორმალური განათლების შეჯიბრში ერთობლივად არიან ჩართულები.
პროექტს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, SUPER ოჯახები კი ვიდეო პლატფორმის საშუალებით მთელი საქართველოდან მონაწილეობენ, ხოლო ცოდნას izrune.ge-ს სპეციალური ინოვაციური პლატფორმის საშუალებით წარმოაჩენენ.
საქართველოს SUPER ოჯახები გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში, რომელშიც სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებებია გაერთიანებული. კონკურსი თანაბრად ახერხებს გუნდურობის უპირატესობის, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობის, ინტელექტის შედეგებისა და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისებას. კონკურსი izrune.ge-ს ინოვაციური ტექნოლოგიებსა და „ეტალონის“ გამოცდილებას შესანიშნავად აერთიანებს.
SUPER ოჯახების ინტელექტუალურ შერკინებას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ LIVE რეჟიმში „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE