სიახლეები
რჩევები

როგორ ავიმაღლოთ IQ - მეცნიერები გვირჩევენ
28-03-2018
-
+


IQ - ინტელექტის კოეფიციენტი ძირითადად თანდაყოლილი გონებრივი მონაცემებით განისაზღვრება. თუმცა მისი გაღრმავება და განვითარება მუდმივ ვარჯიშსა და შემეცნებაზეა დამოკიდებული.

Etaloni.ge გთავაზობთ რამდენიმე მეცნიერულ რჩევას , რომელიც საკუთარი ინტელექტის კოეფიციენტის ამაღლებაში დაგეხმარებათ:      

1. თავდაპირველად, ეცადეთ რამდენიმე საინფორმაციო წყაროზე ერთდროულად გაამახვილოთ ყურადღება. 

მაგალითად, იკითხეთ წიგნი და ამავდროულად უსმინეთ ტელევიზორს. თავიდან, შესაძლოა, დამღლელი იყოს ეს პროცესი და თავიც აგატკიოთ, მაგრამ ეს ჩვევა ეტაპობრივად გამომუშავდება და დროთა განმავლობაში, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას შეძლებთ.

2. მუდმივად ამუშავეთ გონება. 

შეავსეთ კროსვორდები, სუდოკუ, ტესტები. თუ თავიდანვე ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს, ნუ მიატოვებთ ვარჯიშს. მიმართეთ ლოგიკას და იხილეთ მსგავსი ამოცანის ამოხსნის გზები, რათა მომავალში დავალება გაიმარტივოთ.

3. გაიფართოვეთ თვალსაწიერი. 

იკითხეთ რაც შეიძლება მეტი წიგნი და ჟურნალ-გაზეთი. უყურეთ ტელევიზორს, მოუსმინეთ რადიოს და გაეცანით ინტერნეტსიახლეებს. იყავით მუდამ ინფორმირებულნი და გახდით საინტერესო მოსაუბრე გარშემომყოფთათვის.

4. ისწავლეთ გაანალიზება. 

უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საგნების დაკავშირებით გავარჯიშდება ანალიზის უნარი. მაგალითად, კატა და აგური - ეცადეთ მათ შორის რაც შეიძლება მეტი საერთოს პოვნას. წარმოსახვითი აზროვნების საშუალებით, მიეცით ფანტაზიას გასაქანი და ყველა შესაძლო სიტუაცია წარმოიდგინეთ.

5. მედიკოსები დრეში 4-5- ჯერ მცირე პორციებით კვებას გვირჩევენ

ამ გზით თქვენ ტვინისთვის სისხლის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფთ. თუ დრეში 2-ჯერ დიდი პორციებით იკვებებით, გაითვალისწინეთ, რომ საკვების გადამუშავებაში დიდი ენერგია იხარჯება და გონებისთვის მცირე რესურსიღა რჩება.

6. თუ საკუთარი ინტელექტის გაღრმავება მართლა გსურთ, უარი უნდა თქვათ, ან შეამციროთ სიგარეტის ოდენობა. 

მოწევა აფერხებს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას და ზღუდავს გონებრივ შესაძლებლობებს.

7. გონებრივი აქტივობის დროს ეცადეთ, ცხვირით ისუნთქოთ. 

შედეგად, ტვინს დიდი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება, რაც ნათელ გონებასა და ახალი იდეების წარმოქმნას უზრუნველყოფს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება