მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 5 წარჩინებული კურსდამთავრებული - სერგი მაჭავარიანი, გიორგი შავიძე, ზურა ავალიშვილი, გიგა ბერაძე და თამთა პავლაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ ამ ჯილდოს, გისურვებთ გესწავლოთ, გეშრომოთ და მუდამ დაგფასებოდეთ თქვენი მონდომება.
მართალია ცოტა დაგვიანდა, მაგრამ ძალიან ძვირფასი საჩუქარია და უღრმესი მადლობა სახელმწიფოს, რომ მსგავსი პროგრამა არსებობს.
უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, დირექციას დაუღალავი ზრუნვისთვის, თქვენი დამსახურებაა ჩვენი მოსწავლეების წარმატება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ სერგი მაჭავარიანმა, გიორგი შავიძემ, ზურა ავალიშვილმა და გიგა ბერაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრეს, თამთა პავლაძე კი 2020-2021 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა
საზეიმოდ გმოწყობილმა მოსწვალეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს და 2025 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცეს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას