მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებას:
„მხარეები, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ საქართველოს სკოლებში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ მომზადებას“.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას დიპლომატიური არხების საშუალებით:
„ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, მიმღები მხარე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას გამგზავნი მხარისათვის სკოლების, მოსწავლეების (კლასების მიხედვით), და მასწავლებლების რაოდენობის შესახებ, ასევე, სტატისტიკურ მონაცემებს მათი საერთო რაოდენობის თაობაზე;
წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამგზავნი მხარე მოამზადებს განაწილების გეგმას და სთხოვს მიმღებ მხარეს წიგნებს მიანიჭოს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 (სამი) თვით ადრე;
მიმღები მხარე, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტვირთისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და სამუშაო რეჟიმში გამგზავნ მხარესთან შეათანხმებს მიღების თარიღს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე“, - ნათქვამია ბრძანებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ