სიახლეები
სიახლეები

ეს პირდაპირ აისახება პედაგოგების სახელფასო ანაზღაურებაზე - ვის ეხება სამინისტროს გადაწყვეტილება
15-07-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მათ არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება, არამედ პირდაპირ აისახება სახელფასო ანაზღაურებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფიო გორგოძესთან ერთად აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის გამოცდის  მიმდინარეობას N117-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში გაეცნო. თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი გამოცდაზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

ხაზგასასმელია, რომ ქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გამოცდისაგან განსხვავებით არაქართულენოვან პედაგოგებს მშობლიური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონდათ, რაც მათ სხვა პედაგოგებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა. თუმცა, სამინისტროს ძალისხმევით საკითხი მთლიანად მოგვარდა და შედეგად, ყველა საგანჩაბარებული მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს, რაც მათი ხელფასის გაზრდასაც განაპირობებს.

აზერბაიჯანულ ენას საგამოცდო ცენტრებში წელს 380-მდე მასწავლებელი ჩააბარებს. მათ გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლებათ იმ შემთხვევაში, თუ დააგროვებენ მაქსიმალური ქულის (70 ქულა) 60%-ზე მეტს (43 ქულა).

აზერბაიჯანული და სომხური ენების პედაგოგთა საგნის გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  მომზადდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კი შემუშავდა მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგმოდულები როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლებისთვის.

ტრენინგმოდულების მიზანიამასწავლებლები გაეცნონ  აზერბაიჯანული/სომხური ენის საგნობრივი გამოცდის სტრუქტურასა და ტექნიკებს, მოახდინონ აზერბაიჯანული/სომხური ენის სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი და მეთოდური ცოდნის მობილიზება, მასწავლებლები გაეცნონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ უმცირესობათა ენების სტანდარტს.

აზერბაიჯანელი პედაგოგების შემდეგ, 20 ივლისს გამოცდას სომხურენოვანი პედაგოგები ჩააბარებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება