მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არც ერთ მასწავლებელს არ უნდა, რომ თავისი გაკვეთილი მოსაბეზრებელი იყოს, ანდა მოსწავლეები მას მოსაწყენად თვლიდნენ. იმისთვის, რომ სწავლების პროცესი სახალისო და მრავალფეროვანი იყოს, პედაგოგები ბევრს მუშაობენ, თუმცა მაინც - გამონაკლისები არსებობს.
გთავაზობთ, უცხოლი ექსპერტების მიერ გაწერილი ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც მოსაწყენ მასწავლებელს აქვს. ეს ინფორმაცია თქვენ საკუთარი თავის ამოცნობასა და კლასის ყურადღების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მთელი გაკვეთილის განმავლობაში მონოტონური ხმით საუბარი მოსაწყენ მასწავლებელად გაქცევთ
უაღრესად მოსაწყენი მასწავლებლების პირველი ჩვევა მუდმივად ერთი და იმავე ხმის ტემბრით საუბარია. თუ თქვენი ხმა და ინტონაცია ნებისმიერ თემაზე საუბრისას ერთნაირია, მოსწავლეები ნამდვილად მოიწყენენ. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოთ და თქვენი ახსნილი მასალაც მოისმინონ, აუცილებელი, რომ ინფორმაცია შესაბამისად მიაწოდოთ.
გაკვეთილების განმავლობაში მხოლოდ ამოცანებისა და ტესტების შესრულება მოსწავლეებისთვის მოსაწყენია
ძალიან მოსაწყენი მასწავლებლების მეორე ჩვევა ბევრი სამუშაო ფურცლის მიცემაა. სამუშაო ფურცლები ცნობისმოყვარეობას არ აღძრავს. საჭიროა, რომ ტესტებისა და ამოცანების შესრულების სიხშირე დაარეგულიროთ.
თუ კლასის რუტინას არ ცვლით, მოსწავლეები მოიწყენენ
იმისთვის, რომ თქვენი გაკვეთილები საინტერესო იყოს, ზოგჯერ გეგმას გადაუხვიეთ ხოლმე, მოსწავლეებს სიახლეები შესთავაზეთ. არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე გაწერილი სტრუქტურით იხელმძღვანელოთ. კლასი ბევრ აქტივობაში ჩართეთ, სხვადასხვა თემის განხილვისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცით. აუცილებელი არაა, რომ რუტინა თავიდან ბოლომდე შეცვალოთ.
თუ პედაგოგი ყოველთვის სერიოზულია, მოსაწყენი ხდება
სასწავლო პროცესში, ფაქტობრივად, აუცილებელი კომპონენტია, რომ მასწავლებელს მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება შეეძლოს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხიარულებას არ ნიშნავს, თუმცა ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ ყოველთვის სერიოზული იქნებით, კლასის ყურადღების შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ამიტომაც, ზოგჯერ, თავსა და მოსწავლეებს მხიარულების საშუალება მიეცით. მითია, რომ თუ შენს მოსწავლეებთან ერთად იცინი, ისინი ცუდად მოიქცევიან ან პატივს რა გცემენ.
მასწავლებლები, რომლებმაც კლასის გარეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია არ იციან, მოსაწყენები არიან
რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი და საკუთარი საქმის პროფესიონალი იყოთ, თუ არ იცით გარესამყაროში რა ხდება, მოსაწყენი ხდებით. თქვენ მიმდინარე მოვლენებს ფეხი უნდა აუწყოთ, რათა მოსწავლეებთან საუბარი და მათი გაგება შეგეძლოთ. სხვანაირად მოსწავლეებს თქვენთან სალაპარაკო თემა არ ექნებათ.
კლასში მოწყენილობას მოსწავლეებთან კონტაქტის არქონა იწვევს
უაღრესად მოსაწყენი მასწავლებლების ბოლო, მაგრამ ყველაზე დიდი ჩვევა არის ის, რომ მოსწავლეების გაგებას ვერ ახერხებენ. არ ცდილობენ, რომ მათი ინტერესებისა და მისწრაფებების შესახებ მეტი გაიგონ. ზოგიერთ პედაგოგს ავიწყდება, რომ მოსწავლეები ის მასალა არ არიან, რომლის გამოსწორებაც ევალებათ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და უნდათ, მათი გრძნობები და ინტერესები სხვებმაც გაითვალისწინონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პრეზენტაციის მიზანი იყო საახალწლო ტრადიციების გაცნობა
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...