რა შემთხვევაში ამბობს ბაღი უარს აღსაზრდელის მიღებაზე - დეტალები
26-07-2022
დაკოპირებულია
-
+
ბაღებში მშობლები ბავშვებს ელექტრონულად არეგისტრირებენ, შემდეგ კი აქვთ შესაძლებლობა, პირადი განაცხადის საფუძველზე სასურველ ბაღში მიიყვანოს, თუმცა ბაღების მართვის სტრატეგიის მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელს, უფლება აქვს, მშბელს ბავშვის მიღებაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო უთხრას.
განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ბაგა-ბაღის ყველა ჯგუფში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა (25 ბავშვი - ბაგა,35 ბავშვი - ბაღი) ფიქსირდება. ინტერნეტით დარეგისტრირების შემთხვევაში, ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობის მიღწევისას რეგისტრაცია ავტომატურად შეწყდება;
თუ მშობელი რეგისტრაციის გავლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს ბავშვის ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს.
აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ:
მშობელსა და ბაღს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.