სიახლეები
სკოლები

„მისი წარმატება გვახარებს და სიამაყით გვავსებს“- თერჯოლის N2 სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს, არქიტექტორ გიგა მაკარიძეს გვაცნობს
18-07-2022
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე და კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლას საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.

ამჯერად სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - გიგა მაკარიძეს გვაცნობს.

გიგა მაკარიძემ უმაღლესი განათლება ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე მიიღო. დღესდღეობით, ის საკუთარი არქიტექტურული კომპანიის დირექტორი და მთავარი არქიტექტორია.

აღსანიშნავია, რომ მან სტუდენტობის დროს, სკოლისთვის ლოგო შექმნა. გარდა ამისა, თერჯოლის საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ლოგოც მას ეკუთვნის.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

„მას ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, იყო არაერთი კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორი და პროფესიადაც შესაბამისი დარგი - არქიტექტურა აირჩია,  როდესაც  ტექნიკური  უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე  გააგრძელა სწავლა.
გიგას მიერ შექმნილ ლოგოს ახლაც სიამაყით ატარებს სკოლის ყველა გულშემატკივარი და მოსწავლე.
მის მიერ  შესრულებული პროექტები საკმაოდ ორიგინალური სიტყვაა არქიტექტურაში.
ოცდაექვსი წლის ასაკში მიღწეული წარმატება გვახარებს და სიამაყით გვავსებს.
ბევრი ასეთი სიხარული ვუსურვოთ გიგასა და მის ოჯახს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საკითხის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა

რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეიცვალნენ უფროსები -  კონკურსის შედეგები ცნობილია

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციით მორთეს

სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა

მუდამ გვეხაროს და გვეამაყოს ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდების მიღწევებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში

სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს

სიახლეები
საზოგადოება