სიახლეები
სიახლეები

„ინოვაციური პროექტები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის“ - სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა
18-07-2022
-
+


14 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა გაიმართა.  

ღონისძიებას დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, მენეჯმენტის სკოლის დეკანი ნათია ზედგინიძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი, პროექტში ჩართული კომპანიები და სტუდენტები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა სტუდენტების მიერ შექმნილი  ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია, ხოლო მოწვეულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ და ადგილზე აერჩიათ KIU-ს სასწავლო ჰაბში  შექმნილი შემდეგი ბიზნეს პროდუქტები: მარკეტინგის ონლაინ პლატფორმა, სასტუმროების ონლაინ პლატფორმა, ტურიზმის ონლაინ პლატფორმა, გაყიდვების ონლაინ პლატფორმა, სერვისების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა. 
„დღეს KIU-ს საგამოფენო სივრცეში 10-მდე ინოვაციური პროდუქტი შესთავაზეს ჩვენმა სტუდენტებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება სხვადასხვა ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრაში. პროექტი თავის მხრივ  ბიზნეს სექტორის წახალისებაცაა და ამავე დროს სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა ბაზარს შესთავაზონ გამოწვევებზე მორგებული და მოთხოვნადი სერვისები. პროექტი #KIUInnivate-ის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია KIU-ში შეიქმნას ინოვაციების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს  ინოვაციების, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემას, უნივერსიტეტისა და  ინდუსტრიისა ერთობლივ პროექტებს, ასევე, კერძო-საჯარო პარტნიორობას,“ - განაცხადა შეხვედრაზე  KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

დავით გელუტაშვილი, კომპანია „ფრუტერას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მცირე ზომის ბიზნესებს მისცა ძალიან დიდი შესაძლებლობა დაიმკვიდრონ თავი ბაზარზე და ღირსეულად წარუდგნენ მომხმარებელს. „სტარტაპებისთვის მსგავსი სახის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ უჭირთ ფინანსური რესურსების მოძიება და ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება. ჩვენნაირი კომპანიებისთვის ეს დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობაა“.

ამ ეტაპზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები კომპანიებთან, რომლებიც KIU-ს სტუდენტებისგან ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი, პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტების დაფინანსებას, რაც კერძო სექტორისთვის ფინანსური რესურსის დაზოგვის კარგი საშუალებაა. KIU-ს მიერ დაფინანსებული 6 პროექტის გარდა, კომპანიებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ თავად აწარმოონ მოლაპარაკება პროდუქტის შემქმნელებთან და შეისყიდონ წარმოდგენილი  პროექტი, ან მომსახურება.

პროექტის შესახებ:  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე ექვს თვეზე მეტია ახორციელებს პროექტს „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური  ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროექტი ხორციელდება #KIUInnovate - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების პლატფორმის ფარგლებში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება