სიახლეები
სიახლეები

აბიტურიენტებს ვურჩევდი, გადახედონ რელიგიების რუკებს, ენების გავრცელებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცხრილებს - რჩევები გეოგრაფიის გამოცდისთვის
19-07-2022
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 21 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას გეოგრაფიაში ჩააბარებენ. წელს არჩევით საგნად გეოგრაფიას 1300-მდე აპლიკანტი ჩააბარებს. გამოსაცდელებს რჩევებს თითულ დავალებასთან დაკავშირებით რეპეტიტორი იოანე მახარაძე აძლევს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

აბიტურიენტებს გამოცდაზე 17 ტესტური შეკითხვა დახვდებათ, ტესტი სწორედ ამ კითხვებით დაიწყება, როგორც წესი შეკითხვები გაჰყვება სააბიტურიენტო პროგრამას. თითოეულ კითხვას ახლავს 4 შესაძლო ვარიანტი, აბიტურიენტი ირჩევს ერთ-ერთს. შეკითხვები შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე, თუმცა აბიტურიენტებს აუცილებლად ვურჩევდი, რომ გადახედონ რელიგიების რუკებს, ასევე ენების გავრცელებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცხრილებს, გაიმეორონ მარტივი გეოგრაფიული ამოცანების ამოხსნის პრინციპი, როგორებიცაა შობადობის კოეფიციენტი, მოსახლეობის ცვლილება, აზიმუტი, ვერტიკალური გრადიენტი, მასშტაბი.

როგორც ნაეკის მიერ გამოქვეყნებული პასუხების ფურცელი გვიჩვენებს, შემდეგ აბიტურიენტები გადავლენ მე-18 საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ იქნება რომელიმე სახელმწიფო, ვფიქრობ, უფრო მოსალოდნელია საკითხი იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც ჯერ გამოცდაზე არ მოსულა- ასეთი შეიძლება იყოს მექსიკა, იტალია, იაპონია, ს.ა.რ ეგვიპტე და ინდოეთი. აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ სახელმწიფოების ზოგად გეოგრაფიას, დიდ ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს, მმართველობის ფორმებსა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას. შემდეგ მე-19 საკითხი დიდი ალბათობით იქნება ტოპოგრაფიული რუკა, სადაც როგორც წესი არ იცვლება საკითხები, მოვა ტრადიციული აზიმუტის დადგენა, მდინარის მიმართულებები, ვარდნა, სიჩქარე, ან შეცდომები ჰიდროლოგიურ კონტექსტში, შეიძლება ბავშვებს მოუწიოთ რომელიმე გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლის დადგენა, რისთვისაც ტოპოგრაფიულ რუკაზე გავლებული ჰორიზონტალები უნდა გამოიყენონ, ლეგენდაში მოიძიონ, თუ რამდენ მეტრშია გავლებული თითოეული ჰორიზონტალი.

ამის შემდეგ გვაქვს რამდენიმე საკითხი, ღია კითხვები, რომელშიც გამოჩნდება ბავშვის ზოგადი, გეოგრაფიული ცოდნა. სავარაუდოდ, კითხვები იქნება კლიმატურ სარტყლებზე, სიმჭიდროვეზე, დედამიწის მოძრაობაზე, მიქცევ-მოქცევაზე, ზოგად შეკითხვებში ნაკლებსავარაუდოა, რომ საქართველოს გეოგრაფია მოვიდეს, აქ უფრო გეოგრაფიული სქემები, დიაგრამები, მშპ-ს სექტორული დანაწილება, სეისმოლოგიური რუკები არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება საქართველოს გეოგრაფიას, არ ვფიქრობ, რომ ერთქულიანი და ზოგადი კითხვებიდან ბევრი იქნება საქართველოს შესახებ, თუმცა ბოლო დიდი საკითხი, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოს თემატიკაზე მოვა. ეს შეიძლება იყოს რომელიმე რეგიონი, შავი ზღვა ან კლიმატი. არ ვფიქრობ, რომ დაწვრილებით მოვა დაცული ტერიტორიები, რადგან ეს საკითხი გამოცდაზე უკვე ნამყოფია.

აუცილებლად უნდა ვახსენო ის ცვლილება, რომელიც გეოგრაფიას შეეხო, ბავშვებს რუკა კომპიუტერში დახვდებათ, რაც ცალსახად პოზიტიური ცვლილებაა, რადგან აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა გაადიდოს გამოსახულება.
აპლიკანტებს ვურჩევ კარგად გადაიმეორონ დემოგრაფია, სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდები და დემოგრაფიული გადასვლის ფაზები, ასევე ენები, რელიგიების გავრცელება და უკრაინა-რუსეთის ომის ძირითადი ასპექტები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება