სიახლეები
საინტერესო

ლექსები, რომლებიც ბავშვებმა ზაფხულის არდადეგებისას შეიძლება ისწავლონ
30-07-2022
-
+


ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა ეს დრო განტვირთვას უნდა დაუთმონ, კარგი იქნებიოდა, თუ სწავლას მთლიანად არ ჩამოშორდებოდნენ და ახალ ლიტერატურას გაეცნობოდნენ. 

გთავაზობთ ლექსებს, რომლებიც მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას შეიძლება ისწავლონ. მათი მოცულობა და სირთულე ისეთია, რომ ბავშვები ძალიან არ დაიტვირთონ და თანაც, დრო შინაარსიანად გაატარონ. 


ზაფხული (ნესტან კუპრავა)

რა კარგია ზაფხული,-
გარუჯული დღეები,
მომღერალი ჩანჩქერი,
ჩრდილიანი ტყეები,
ჭრიჭინების ჭრიჭინი,
ჩიტუნების გალობა,
ცვრის საყურე ბალახებს
ერგო ციურ წყალობად.
მდინარეში ვბანაობთ,
ზვირთებს მივდევთ ჩქაფუნით,
რა ტკბილია ზაფხული!
რა კარგია ზაფხული!


ახალი კბილი (იოსებ ციცქიშვილი)

მიყვარს ბევრი კანფეტი
და მურაბა ტკბილი,
ამ ზაფხულში სოფელში
მოვიცვალე კბილი.

ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი
გავატანოთ თაგუნებს,
მაგის ნაცვლად თაგუნა
თავის საღ კბილს გარგუნებს.

თაგვო, კბილი მომეცი
და საქვეყნოდ გპირდები,
ცოტას შევჭამ კანფეტებს,
შენს კბილს გავუფრთხილდები.

* * * (ცირა ტურაშვილი)

სოფლისაკენ ჰერი-ჰერი,
მივიჩქარით მალე,
ეს ზაფხული ძლივს დაიწყო,
მზე კაშკაშებს ცაზე.

ასკინკილით შემოვივლით,
მეგობრები მდელოს,
უამრავი ყვავილები,
დავუკრიფე ბებოს.

ისიც ბევრ ხილს დამახვედრებს,
სავსეაო ეზო,
იცის მიყვარს ჩურჩხელები,
ერთად ამოვკემსოთ.

აჭიკჭიკდა ჩიტუნია (ნესტან კუპრავა)

აჭიკჭიკდა ჩიტუნია,
გვიგალობა ადრიანად.
მზე ღრუბლიდან იჭყიტება,-
ვიყავიო დარდიანად.
ქარო, ღრუბლები გაფანტე,
დაუბერე მადლიანად,
ის ჩიტუნა გავახარო,
რომ მეძახის ხათრიანად,
მთა და ბარი გავუნათო
ხე-ტყე-ბალახ-ვარდიანად!


ზაფხულის სურათი (მაია წიგნაძე)

ზაფხულია გვირილებმა
გაახილეს თვალი,
ხიდან ლოყებდაბრაწული
იღიმება მსხალი,
ისე ცხელა მდინარეში,
სულ დამშრალა წყალი
ჭიანჭველა მზეს ეძახის,
არის შენი ბრალი!

დაფრინავენ ჩიტუნები (ნესტან კუპრავა)

რომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს
და აყვავებულ ტყისპირებს,
მდელოს-ათასფრად დაქარგულს,
ხავერდივით რომ ბიბინებს,
ფრთა მესხმის სიხარულისგან,
ვიღიმი, ტკბილად ვღიღინებ...
თავს მზე დაგვნათის ცხრათვალა,
ზეცა მიცინის კრიალა,
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,
ჭიკჭიკით გადამიარა.
ღმერთო, ეს ჩიტი მიცოცხლე,
არ გაუჩინო იარა!
მთას ლურჯი ქუდი უხდება,
წყარო წმინდაა, კრიალა...
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,-
ჭიკჭიკით გადამიარა!

მშრომელი ფუტკარი (სოფო გასიტაშვილი)

იცინიან, თამაშობენ
მინდვრად ციცქნა მწერები,
ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს,
მოიფრინა ველები.

ეძახიან მეგობრები
კოღო, ბუზი, პეპელა,
“- მოდი, ჩვენთან გაერთეო”,
ფრთებს უქნევენ ნელნელა.

“- გართობისთვის ვერ დავკარგავ
გაზაფხულის ამ დღეებს,
შუა გზაზე მიტოვება
არ უხდება საქმეებს.

ყვავილები უნდა ვნახო,
ფერადი და ნორჩები,
მხოლოდ მაშინ დავისვენებ,
როცა საქმეს მოვრჩები”.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება