მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
19 ივლისს მასწავლებლები გამოცდას ქიმიაში აბარებდნენ, აბიტურიენტები კი ისტორიაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღის სტატისტიკას აქვეყნებს.
სესიებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, 76%-მდე მასწავლებლის გამოცდების მონაწილე და დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.
20 ივლისს გამოცდები კვლავ ორ სესიად ჩატარდება. აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და სომხური ენის გამოცდებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად არის აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ