მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლეები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის დაჯილდოვდნენ.
13 წარჩინებულ მოსწავლეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„სიამაყით წარვადგენთ მე-10ბ კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს (13 წარჩინებული) და მათ დამრიგებელს ხათუნა ჩიტორელიძეს, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად იღვწის საკუთარი მოსწავლეების წარმატებისა და განვითარებისათვის. მადლობა, ასეთი ღვაწლისთვი️ს. გილოცავთ, ბავშვებო ამ ბედნიერ დღეს, მადლიერებას გამოვხატავთ კლასის ყველა პედაგოგის მიმართ“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს
„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს