სიახლეები
სკოლები

სუხჩის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
20-07-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ და საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლეთა დასკვნითი ღონისძიება. საბაზო სკოლის მე-9 კლასი წელს ორმა მოსწავლემ - ნინო გოფოძემ და ლიკა გოფოძემ დაასრულეს.მოსწავლეებმა საბაზო სკოლის დამთავრება ტრადიციული ღონისძიებით - „მშვიდობით, სკოლავ“ აღნიშნეს. სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საბაზო სკოლამ მე-9 კლასელთა მიერ საბაზო სკოლის დასრულების აღნიშვნა უკვე 
რამდენიმე წელია ტრადიციად აქცია. ტრადიცია არც წელს დარღვეულა, მოეწყო საღამო - „მშვიდობით, სკოლავ“. სკოლის დირექტორმა, ზეინაბ კაჭარავამ და მასწავლებლებმა მიულოცეს მათ სკოლის დამთავრება, აღნიშნეს, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე საქმიანობაში; მონაწილეობდნენ „ეტალონის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში; სიამაყით აღნიშნეს, რომ არიან „ჩემი პირველი კომპიუტერის“ კანდიდატები. ღონისძიებაში ჩართული იყო თითქმის ყველა მოსწავლე. მათ თბილი საღამო მოუწყვეს უფროს მეგობრებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საკითხის გასარკვევად etaloni.ge თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო გოგსაძეს დაუკავშირდა

რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეიცვალნენ უფროსები -  კონკურსის შედეგები ცნობილია

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს

სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო გარემო შეიქმნა, რამაც მთელი სასკოლო საზოგადოების განწყობა აამაღლა

პატარებმა სკოლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საყვარელი მასწავლებლები გაიცნეს

 სკოლაში გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ეროვნული დროშაც აღიმართა

„ერთმანეთს მონატრება, ხალისიანი განწყობა, შთაბეჭდილებების გაზიარება და  ცოდნის მიღების წყურვილი - ეს ყოველივე კარგად იგრძნობოდა მათი ხილვისას“, - გვიყვებიან სკოლაში

სიახლეები
საზოგადოება