TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სწავლა, ცხოვრება კამპუსზე, ჩართულობა აქტივობებში, პროფესორის ასისტენტობა, სტიპენდია - მარიამ ძინძიბაძე KIU-ს სასტიპენდიო და საგრანტო პროგრაზე
20-07-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს სხვადასხა ტიპის დაფინანსებისა თუ სტპენდიის მოპოვების საშუალება აქვთ. როგორც მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი, მარიამ ძინძიბაძე გვეუბნება, იგი 100%-იანი გრანტით სწავლობს უნივერსიტეტში, ამასთან სრულად უფინანსდება KIU-ში ცხოვრება და დამატებით რექტორის სტიპედიითაც სარგებლობს. 

ვინ არის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელმაც KIU-ში სრული დაფინანსება და რექტორის სტიპენდია მოიპოვა. - პატარაობიდანვე მიყვარდა მათემატიკა და ფიზიკა. მახსოვს ჯერ კიდევ, როდესაც 4 წლის ვიყავი, პატარა სავარჯიშო წიგნი მქონდა და  ყოველღამე, ძილის წინ არითმეტიკაში ვვარჯიშობდი. ბავშვობიდანვე ვიღებდი მონაწილეობას მათემატიკის ოლიმპიადებში, საპატიო დიპლომები და სერტიფიკატებიც ბევრი მაქვს. 10 წლის რომ გავხდი, საცხოვრებელი გარემოს შეცვლა მომიწია, შემდეგი 6 წელი საჩხერეში გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად. პატარაობიდანვე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოვირჩეოდი  და სკოლაშიც ყოველთვის კარგად ვწავლობდი. არგვეთის სკოლაში სწავლის პერიოდში დავიწყე სხვადასხვა პროექტების წერა, მიყვარდა ღონისძიებების ორგანიზება. საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი, რადგან ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ, როდესაც დაკავებული ვარ. მიყვარს პრეზენტაციების გაკეთება და ვთვლი, რომ საკმაო კარგადაც გამომდის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზეზი  განსხვავებული და უფრო მაღალი სასწავლო პროგრამების გარდა დამოუკიდებლობის შესაძლებლობაც იყო. როგორც იცით, KIU სტუდენტებს საცხოვრებელ კამპუსს თავაზობს,  შედეგად თავად გიწევს საკუთარი თავის მოვლა და პატრონობა, ბიუჯეტისა და დროის მართვა. ხშირად ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება რომ სკოლის დამთავრებისთანავე დამოუკიდებლები იყვნენ, KIU-ში კი ეს შესაძლებელია. ამასთან KIU-ს სამივე ფაკულტეტის  სასწავლო პროგრამა მიუნხენის უნივერსიტეტის იდენტურია ყველაფერს ინგლისურად ვსწვალობთ და მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები ვხდებით. 

როგორც მარიამი გვეუბნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალმხრივი განვითარების საშუალებას აძლევს ამასთან,  კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ უმაღლესს განსხვავებული და მრავალფეროვანი სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამები აქვს.

„მენეჯმენტის პროგრამაზე ვსწავლობ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იმაზე ფიქრში გავატარე, თუ რა მინდოდა მეკეთებინა, რა მომწონს და რა გამომდის კარგად. აქ მივხვდი, რომ მონაცემთა ანალიზი მსიამოვნებს, მგონი ამ სფეროს გავყვები. მაგისტრატურის გავლაც მინდა საზღვარგარეთ. საკუთარი თავის მჯერა, ამიტომ ყველაფერი გამომივა. 
საკმაოდ ვაფასებ იმ ფაქტს, რომ KIU-ში სტუდენტებს აქვთ მრავალმხრივი განვითარების საშუალება. მაგალითად, მესამე კურსიდან  შესაძლებელია პროფესორის ასისტენტობა. გვაქვს შესაძლებლობა დავწეროთ სხვადასხვა პროექტები, რომლებსაც თვითონ უნივერსიტეტი აფინანსებს. 

რადგანაც ეროვნულ გამოცდებზე 100 % გრანტი მოვიპოვე და სკოლაც ოქროს მედალზე დავხურე, KIU-ში საცხოვრებელი და სწავლის გადასახადი მთლიანად მიფინანსდება და ამასთანავე პირველ წელს 200 ლარიანი სტიპენდიაც მერიცხებოდა. რადგან სასწავლო წელი გასულ წელს უმაღლეს ქულებზე დავხურე, ორივე სემესტრში GPA 4 მქონდა და რექტორის სტიპენდია მომენიჭა. KIU-ში ბევრი განსხვავებული ტიპის სტიპენდია და გრანტი არსებობს, რომლის შესახებ ინფორმაციაც KIU-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ“. 

მარიამი საკმაოდ აქტიური სტუდენტია და არაერთ პროექტშია ჩართული.

„სტუდენტობის პერიოდში ვცილობ რაც შეიძლება დიდი დრო სწავლას, საკუთარი თავის განვითარებას დავუთმო. გასულ სემესტრში პროფესორის დამხმარე ასისტენტი ვიყავი საგანში - პროგრამების საფუძვლებში. მესამე სემეტრში კონფერენციის თემა დავწერე  თემაზე „სამხრეთ კორეის ეკონომუკური განვითარება და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან“. სამომავლოდ ვგეგმავ KIU-ში არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენო და უფრო დიდი გამოცდილებაც დავაგროვო. 

უნივერსიტეტის გარეთ, ვსწავლობ კორეულ ენას, რაც ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ვცდილობ წავიკითხო რაც შეიძლება მეტი  კლასიკური ლიტერატურა და თავისუფალ დროს ვმოხალისეობ წითელ ჯვარში. 

სტუდენტობის პერიოდში ძალიან შევიცვალე. KIU მარტო უმაღლეს  განათლებას არ გაძლევს. აქ ურთიერთობებს სწავლობ, ცხოვრებას სწვლობ, სირთულეებთან გამკლავებას და საკუთარი თავის გამოხატვას“.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება