სიახლეები
სიახლეები

პედაგოგთა ხელშესაწყობად კიდევ არაერთ სხვა პროექტი განხოციელდება - თამარ მახარაშვილი
21-07-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები წელს პირველად მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე სომხურენოვანი პედაგოგების გამოცდის მიმდინარეობას 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ და პედაგოგებს გამოცდის წარმატებით ჩაბარება უსურვეს. 

თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდებში აქტიურად ჩაერთნენ და აღნიშნა, რომ სამინისტრო პედაგოგთა ხელშესაწყობად კიდევ არაერთ სხვა პროექტს განახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება მათ არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება, არამედ ავტომატურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

სომხურ ენას წელს საგამოცდო ცენტრებში 470-მდე პედაგოგი აბარებს. აპლიკანტს გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ქულის (70 ქულა)  60%-ზე მეტს (43 ქულა) დააგროვებს.

არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მიერ უმნიშვნელოვანესი სამუშაოები განხორციელდა.  კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სომხური და  აზერბაიჯანული ენების ტესტები, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგმოდულები შეიმუშავა.

ტრენინგმოდულების ფარგლებში მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ  აზერბაიჯანული/სომხური ენის საგნობრივი გამოცდის სტრუქტურასა და ტექნიკებს, მოეხდინათ აზერბაიჯანული/სომხური ენის სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი და მეთოდური ცოდნის მობილიზება და გაცნობოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ უმცირესობათა ენების სტანდარტს.

შეგახსენებთ, რომ  სომხური და აზერბაიჯანული ენების პედაგოგებს მშობლიური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონდათ, რაც ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა. სამინისტროს ძალისხმევით ამჟამად აღნიშნული საკითხი მთლიანად დარეგულირდა. შედეგად, საგანჩაბარებული არაქართულენოვანი მასწავლებლები შეიცვლიან სტატუსს, რაც მათ მათ სახელფასო ანაზღაურებაზე პირდაპირ აისახება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება