მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს SUPER ოჯახები - ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც ონლაინ-სივრცეში გამოჩენისთანავე უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა; ეს არცაა გასაკვირი, რადგან გადაცემა ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს, მშობლებს აახლოებს მათთან და თითოეულ მათგანს ოჯახური წარმატებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.
საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახიც გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.
2022 წლის 20 ივლისს, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგული თანმოაზრეები კიდევ ერთხელ, სწორედ SUPER ოჯახებად გამოაცხადა, გააერთიანა და სახალისო კონკურსიც შესთავაზა, სადაც დამარცხებულები უბრალოდ არ არსებობენ - აქ ყველა გამარჯვებულია.
„კითხვები ისე შევარჩიეთ, ოჯახის რამდენიმე თაობა ჩაერთოს და სასიხარულო ისაა, ჩვენს დღევანდელ კონკურსში 67 სუპერ-ოჯახი მონაწილეობს - თბილისიდან 22, კახეთიდან - 2, სამცხე-ჯავახეთიდან- 5, სამეგრელოდან - 5, მცხეთა-მთიანეთიდან 4, იმერეთიდან - 10, ქვემო ქართლიდან - 5, გურიიდან 8, შიდა ქართლიდან 2, აჭარიდან 4“, - ასე მიესალმა „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი ყველა „ეტალონელსა“ თუ „იზრუნელს“, მოგვიანებით კი საზოგადოებას პატარა იზრუნელების ვიდეომიმართვებიც წარუდგინა.
დათა, ანა და მათე ბოჭორიშვილებმა გარდაბნიდან, აღნიშნეს, რომ ძალიან უყვართ izrune.ge – ტესტების გავლისას განათლებას ვიღებთ, გამოცდილებას ვაგროვებთ და თანატოლებსაც ვურჩევთ, აუცილებლად ჩაერთონ ყველაზე მზრუნველ პროექტშიო.
მარიამ წულაიამ, თბილისიდან გვითხრა, დედიკოსთან ერთად სუპერ-ოჯახად რომ დამასახელეს, ამით ძალიან ვამაყობო... ჩემი დედიკო ყველაზე მზრუნველია, რადგან izrune.ge-ში ჩამრთო. ეს გამორჩეული პროექტია, რომელმაც უფრო დამოუკიდებელი გამხადა, ცოდნაც შემძინა, გამოცდილებაც შემმატა, უზომოდ მიხარია, izrune.ge-ს ტესტების გავლის შემდეგ ბრწყინვალე შედეგებზე რომ გავდივარო - ასე ტკბილად იჟღურტულა მარიამმა და მადლობა გადაუხადა izrune.ge-ს პირად მენეჯერს, ელენეს მხარში დგომისთვის.
ცოტნე ცხადაიამ ზუგდიდიდან, გაგვიმხილა, რომ უკვე მესამე წელია ჩართულია ყველაზე მზრუნველ პროექტში, რომელმაც სწავლის დიდი სტიმული, ასევე ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა. მადლობა „ეტალონის“ პროექტების ავტორს გოჩა ტყეშელაშვილსა და ჩემს პირად მენეჯერს, მონიკას, რომ მაძლევენ სტიმულს, ვიყო ძლიერი და მიზანდასახულიო, - დასძინა ცოტნემ.
ზურა ქინქლაძემ ლანჩხუთიდან, თავის დედიკოსთან ერთად, მადლობა გადაუხადა პირად მენეჯერს, ელენეს და რა თქმა უნდა, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი არაჩვეულებრივი პროექტისთვის.
ლიზი და ლუკა ლაშხებმა საზოგადოებას გაუმხილეს, რომ მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, ასევე izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტებს და სხვათა შორის, ყურადღებით უყურებენ ბატონი გოჩას ვიდეომიმართვებსაც, რათა სამომავლოდ მისი რჩევები გაითვალისწინონ.
მარიამ კვარაცხელიამ, წალენჯიხიდან დედიკოს გადაუხადა მადლობა, ასეთ მზრუნველ პროექტში რომ ჩართო და რა თქმა უნდა, არც პირადი მენეჯერი ელენე დავიწყებია, რომელიც წარმატების მიღწევაში ძალიან ეხმარება.
ხატია გელაძემ ახალქალაქიდან ყველას ამცნო, რომ „ეტლონისა“ და izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდი მუდმივად ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე, ანა ქუქიშვილი ყაზბეგიდან კი პირად მენეჯერს, ელენესა და ყველა იზრუნელს სიმღერით მიესალმა; ბარბარე ჩიტაიშვილმა ოზურგეთიდან გვითხრა, რომ ხუთშაბათს გულისფანცქალით ელოდება, რათა izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიაროს.
ტესტის დასრულების შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვისა და საკუთარი ოჯახისა თუ შედეგების შესახებ საუბრის ათეულობით მსურველი ოჯახი აღმოჩნდა, ქრონომეტრაჟის ლიმიტის გამო გოჩა ტყეშელაშვილმა მათი მხოლოდ მცირედი ნაწილის გაცნობა მოახერხა საზოგადოებისათვის, თუმცა ყველა მონაწილე კიდევ ერთხელ გაამხნევა და ონლაინ შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების პირობაც დადო.
ამასობაში კი SUPER ოჯახებს შორის პირველი სამეულის ვინაობა გახდა ცნობილი და ჩვენც გაგაცნობთ მათ: მესამე ადგილი ნიკოლოზ კობახიძემ - ქარელის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასის მოსწავლემ დაიკავა, ოჯახთან ერთად; მეორე ადგილზე ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის, გიგი წიქარიშვილის ოჯახი გავიდა, პირველი ადგილი კი თბილისის N152 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის - ალექსანდრე ქერეჭაშვილის ოჯახმა მოიპოვა.
ასევე იხილეთ:
საქართველოს SUPER ოჯახები - ათეულის ვინაობა ცნობილია
საქართველოს SUPER ოჯახები - LIVE რეჟიმში იმართება
საქართველოს SUPER ოჯახები - „ეტალონის“ და izrune.ge-ს უპრეცედენტო LIVE კონკურსი 20 ივლისს გაიმართება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...