მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ბრაზის თერმომეტრი“ სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი სახალისო აქტივობაა. მისი მიზანი ემოციების ამოცნობა, გააზრება და მართვის უნარის განვითარებაა.
ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეები სწავლობენ, რომ გაბრაზება ბუნებრივი მოვლენაა და ყველას შეუძლია გაბრაზება სხვადასხვა მიზეზის გამო. გარდა ამისა, მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ზოგჯერ გაბრაზებას განსაკუთრებით ჭარბი ემოციები ახასიათებს და ამ დროს შეიძლება ადამიანმა წონასწორობა დაკარგოს. ისინი იაზრებენ, რომ სხვადასხვა სიტუაციაში ბრაზის ტემპერატურამ შეიძლება ისე მოიმატოს, როგორც წყლის ტემპერატურა იმატებს ნელ-ნელა, სანამ ადუღდება.
როგორ გამოვიყენოთ „ბრაზის თერმომეტრი“ სასწავლო პროცესში?
თავად მოამზადეთ ან მოამზადებინეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები, რომელზეც გამოსახული იქნება თერმომეტრი, ხოლო თერმომეტრზე დატანილი უნდა იყოს ნიშნულები, რომლებიც მას 5 ნაწილად ჰყოფს. შეგიძლიათ თითოეული ნიშნული სხვადასხვა ფერით მონიშნოთ ისე, რომ ფერის ცვლილებამ ქვევიდან ზევით ტემპერატურის მატებაზე მიანიშნოს. დანომრეთ ნიშნულები ქვემოდან ზემოთ: 1-დან 5-ის ჩათვლით. ნუმერაციის მიხედვით დაიტანეთ მინიშნებები: 1- მშვიდი, 2- გაღიზიანებული, 3 - ნაწყენი, 4 - გაბრაზებული, 5 - განრისხებული.კარგი იქნება, თუ მოსწავლეები ამ მეთოდის გამოყენებისას თითოეული ემოციის შესაბამისად, მათი მართვის სტრატეგიებზეც ისაუბრებენ და იმსჯელებენ, კონკრეტულ სიტუაციაში რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ემოციის მართვისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, დისკუსიის დროს მასწავლებელმა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებული მოსაზრებების მიღება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ