სიახლეები
ეტალონი

ქარელის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა წარმატებით ჩაიარა
28-03-2018
-
+


ქარელის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ ტესტირების პირველი ეტაპის ორგანიზებაში  ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ქარელის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

პირველი ტური სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიმართა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე:

„ეტალონის“ პირველი ტური ქარელში მშვიდ ვითარებაში, გამჭვირვალედ და ობიექტურად მიმდინარეობდა. სამართლიანად გამოვლინდნენ შემდეგი ეტაპის მონაწილეებიც. მაღალია პროექტში ბავშვების ჩართულობა. „ეტალონი“ მათ თავის წარმოჩენას, ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარებასა და თავისუფალი დროის შემეცნებითი მიზნებისთვის გამოყენებას აჩვევს.“

ქარელის რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე:

„იმდენად დიდი იყო „ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა, რომ ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა. ბავშვები მოუთმენლად ელიან მეორე ტურს. „ეტალონი“ მართლაც ეროვნულ- საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს თავის გამოცდის, უკეთესად სწავლის, გამბედაობისა და მეტი წინსვლის სტიმულს აძლევს.“

ქარელის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ყიფიანი:

„ეტალონი“ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნიჭიერ და განათლებულ თაობას ავლენს და ახალისებს. მოსწავლეებს უყვართ ეს პროექტი, რაც მათ მაღალ ჩართულობასა და მოტივაციაში გამოიხატება. დიდი ენთუზიაზმით ვუერთდებით „ეტალონს“.

ქარელის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა წოწოლაშვილი:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. გამოვლინდნენ წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც შემდეგ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. პროექტში ჩვენი ბავშვები არამხოლოდ სითამამესა და ცოდნის წარმოჩენას, არამედ თავიანთი შესაძლებლობების შეფასებასა და ნაკლოვანება-უპირატესობის დანახვას სწავლობენ. ახალგაზრდებს მეტი განათლების მიღების სტიმული უჩნდებათ. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ეს პროექტი, უფრო მეტი ჩართულობითა და  წარმატებით.“

აგარის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან ბეგიაშვილი:

„ჩემპიონატის პირველ ტურზე მონაწილეობის სურვილი მრავალმა მოსწავლემ გამოთქვა. ტესტირებამ გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით ჩაიარა. ბავშვები „ეტალონის“ მეორე ტურს მოუთმენლად ელიან. პროექტი ახალგაზრდებს სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმულს აძლევს, ექსტრემალურ და კონკურენტულ გარემოში აზროვნებას ასწავლის და მათ მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.“

ზღუდერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ჯოხთაბერიძე:

„ეტალონი“ ჩვენს ბავშვებს ცოდნის წარმოჩენასა და ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის. უმაღლებს სწავლის მოტივაციასა და წარმატებისაკენ სწრაფვას აჩვევს. ტესტირების პირველი ეტაპი გამჭვირვალედ ჩატარდა. ბავშვები მოუთმენლად  და დიდი შემართებით ელიან შემდეგ ტურში მონაწილეობას.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება