სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
21-07-2022
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებითა და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.

​მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს, თეა გვირჯიშვილს ემოციურად დაემშვიდობნენ და გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგს ოთხი წლის აღსანიშნავად, საამაყო აღსაზრდელებმა მადლობის სიგელი გადასცეს და მისდამი დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

პედაგოგმა კი თავის მხრივ მეოთხეკლასელებს წარმატებები უსურვა და მოსწავლეებს ემოციური წერილი მიუძღვნა:

„მიილია სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე ოთხი წელი... დიახ, ოთხი წელი გაზიარებდით ცხოვრების ანბანს. ეს წლები თქვენი დაფრთიანების და აღმავლობის პერიოდი იყო, ერთად გატარებული საუკეთესო დრო.

მუდამ სიყვარულითა და სითბოთი გავიხსენებ ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდს. მიყვარხართ“, - ვკითხულობთ თეა გვირჯიშვილის წერილში.

​იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეიცვალნენ უფროსები -  კონკურსის შედეგები ცნობილია

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულო და არჩევითი საგნები

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას

 

სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს

სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა განწყობასა და მოტივაციაზე

სიახლეები
საზოგადოება