სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება“ - ფოთში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა
27-03-2018
-
+


ფოთის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ფოთის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ფოთის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ფოთის რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია:

„უკვე მერამდენე წელია, ფოთის სკოლებში ტარდება „ეტალონის“ შესარჩევი ტური, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. სკოლებში ტესტირებას „ეტალონის“ პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც პირველი ტურის მშვიდ გარემოში ჩატარება და ტესტების ობიექტური შეფასება უზრუნველყვეს. მონაწილეები „ეტალონის“ მორიგ ტურს მოუთმენლად ელიან. წარმატებები მინდა ვუსურვო პროექტსა და ჩვენს ბავშვებს.“

ფოთის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფორსი ნინო ჯაკონია:

„ეტალონის“ ტესტირების პირველმა ტურმა ფოთის სკოლებში წარმატებით ჩაიარა, გამოვლინდნენ შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. მოუთმენლად ველით ჩვენი ბავშვების ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობას და გვჯერა, რომ ღირსეული გაიმარჯვებს.“

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ დირექტორი ნანა ალექსანდრია:

„სკოლამ და მასწავლებლებმა ენერგია არ დავიშურეთ, რომ  ჩვენს ბავშვებს „ეტალონის“ პირველ ტურში ღირსეულად ეასპარეზათ. მისასალმებელია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და სწავლის მოტივაცია. სამომავლოდ უკეთესი შედეგებისა და მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან ინჯგია:

„წლიდან წლამდე ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობას მოუთმენლად ელიან. მახარებს მათი ენთუზიაზმი, მონდომება და მაღალი ჩართულობა ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტში. ინტელექტ-ჩემპიონატის პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა, ველოდებით ღირსეული გამარჯვებულის გამოვლენას.“

ფოთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მზისადარი ბახტაძე:

„ეტალონის“ პირველი ტური ჩვენს სკოლაში მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩატარდა. მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა მოსწავლემ გამოთქვა. „ეტალონი“ ჩვენს ბავშვებს განათლებისა და წარმატებისკენ მუდმივ სწრაფვას ასწავლის და საკუთარი თავისა და ცოდნის გამოვლენაში ეხმარება.“

ფოთის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა გაზაშვილი:

„მოსწავლეთა უმრავლესობამ „ეტალონის“ ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან და მოუთმენლად ელიან მე-2 ტურის ჩატარებას. პროექტი ბავშვებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდის საშუალებას აძლევს და სწავლის სურვილს მეტად უღრმავებს.“

ფოთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი:

„როგორც დირექტორი, მოხარული ვარ „ეტალონთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობით. პროექტი მართლაც, ეროვნული მნიშვნელობისაა და მასში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება, რაც მისასალმებელია.“

ფოთის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა თეზელაშვილი:

„ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილს სულ უფრო მეტი მოსწავლე გამოთქვამს. „ეტალონი“ მრავალმხრივ ავითარებს ბავშვების ცოდნისა და აზროვნების დონეს, ხელს უწყობს  მათ პიროვნულ და ინტელექტუალურ წინსვლას. ბავშვები მეორე ტურს მოუთმენლად ელიან.“

იხილე ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება