სიახლეები
სიახლეები

გამოცდებზე მოცემული ამოცანებისა თუ სავარჯიშოების უმეტესობა სკოლაში არ ისწავლება - როგორ აფასებს მათემატიკის ტესტს 34 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი
22-07-2022
-
+


მასწავლებელთა გამოცდების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო 35 ათასამდე, ტესტზე არ მისული აპლიკანტების რაოდენობაც  მაღალი იყო. პედაგოგების ნაწილმა რეგისტრაციის მიუხედვად გამოცდაზე გასვლა გადაიფიქრა და ამის არაერთი მიზეზია, ზოგმა პროტესტის ნიშნად თქვა უარი, ზოგმა საჭიროდ აღრა მიიჩნია გამოსვლაზე გასვლა, ზოგმაც კი უბრალოდ სუბიექტური მიზეზის გამო დაიგვიანა... გვინდა ერთ-ერთი პედაგოგის პოზიცია გაგაცნოთ, რომელიც თვლის, რომ გამოცდები აუცილებელია, თუმცა არა ამ ფორმით. 

მათემატიკის საგნის გამოცდაზე გასული პედაგოგი, ამბობს, რომ ტესტში იყო საკითხები, რომელსაც 45 წლის წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იყენებდა, 34 წელია პედაგოგია და აქამდე მსგავსი საკითხი სკოლაში არ დასჭირვებია, -„რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი უმაღლესი მათემატიკის ცოდნა თუ როგორ საფუძველს ვაძლევ ბავშვს ამ უმაღლესი მათემატიკის შესასწავლად?!"


„სიმართლე გითხრათ ერთი დღე ვიღელვე...შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი რომ, ხომ უნდა შეცვალო რაღაც? თუნდაც ინტერესის გამო, რა არის ეს გამოცდა და გავედი გუშინ მათემატიკის გამოცდაზე. 175-ე მუხიანის სკოლა. ძალიან კარგი გარემო, კარგი დამოკიდებულება, ჩემ სექტორში პირველი მივედი. გავიცანი უცხო ადამიანები, ვისაუბრეთ. დამსწრეები საუკეთესო ორი ქალბატონი და ყველანაირი სტრესი მოიხსნა. 15 მასწავლებლიდან 8 არ გამოცხადდა. ყველა წესის დაცვით დაიწყო 4 საათიანი წერა. ტესტი არ იყო მარტივი ნამდვილად მაგრამ ცდად ღირდა. ზოგადად მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ გამოცდების მიმართ. ვთვლი რომ ეს ყველაფერი არ არის სწორად გათვლილი და გაწერილი და რატომ, ახლა ავხსნი. ყველა ერთხმად ვაღიარებთ რომ არიან ადამიანები რომლებიც მათემატიკას ფლობენ უმაღლეს დონეზე მაგრამ გაკვეთილზე მათი შესვლა, როგორც მასწავლებელის დაუშვებელია. ან პირიქით, შეიძლება ტესტი ვერ დაწეროს 100% -ზე მაგრამ როგორც მასწავლებელი არის საუკეთესო. ეს პროფესიული უნარი ან გაქვს და ან არ გაქვს... ამიტომ მასწავლებლები უნდა დაატრენინგონ მეთოდოლოგიაში. დაესწრონ მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს. აწარმოონ მონიტორინგი და ისე უნდა შეაფასონ.

ტესტში იყო საკითხები, რომელსაც მე 45 წლის წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვიყენებდი. მას შემდეგ მუდმივად ვარ 6-7-8 კლასის მასწავლებელი და უმეტესობა იქ მოცემული ამოცანა თუ სავარჯიშო არ ისწავლება სკოლაში... რისი მომცემია ეს? რა უფრო მნიშვნელოვანია? ჩემი უმაღლესი მათემატიკის ცოდნა თუ მე როგორ საფუძველს ვაძლევ ბავშვს ამ უმაღლესი მათემატიკის შესასწავლად?... მოკლედ გადასახედი და დასალაგებელია კომპეტენტური ადამიანების მიერ ეს ყველაფერი. 32 წელია მასწავლებელი ვარ. აქედან 22 წელია კერძო საერთაშორისო სკოლაში ვასწავლი და არაფერია ეს გამოცდა იმ სერტიფიკატებთან, რაც ამ 22 წლის განმავლობაში მიმიღია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაშინ ვსვამ კითხვას, რისი მომცემია ეს გამოცდა?...სწორად გამიგეთ... გამოცდა აუცილებელია, მაგრამ არა ამ სახით. მოვიყვან მაგალითს ერთი ამერიკული სკოლიდან, მაგალითად მე-6 კლასის მასწავლებელი მე-9 კლასის სავარჯიშოებს ვერ ხსნის მაგრამ ის თავის ზონაში პროფესიონალია. და ქვეყანაც არის სუპერ სახელმწიფო.

ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით და საბოლოოდ არ ვიცით. სად არის დამარხული ძაღლის თავი?! 2005 წლიდან 2011 წლამდე ვიყავი ტრენერი და მთელ საქართველოში დავდიოდი. სად აღარ ჩავატარე ტრენინგი სწორად საგაკვეთილო პროცესის დანერგვაზე. დღემდე მაქვს ზოგიერთთან ურთიერთობა. აი, ზუსტად ის საქმე უნდა დაიხვეწოს და გაგრძელდეს. სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ მოსწავლეებისთვის განათლების მიღებას. ისევ იქნება 30 ბავშვი გაკვეთილზე და ისწავლის მხოლოდ ხუთი... მათემატიკა უნდა ისწავლო იმიტომ რომ ეს საგანი დაგეხმაროს და გამოიყენო რეალურ სამყაროში", - გვწერს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

15 იანვარს კი თორიის საჯარო სკოლის კედლები კვლავ აივსება მოსწავლეთა ჟრიამულით

„მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის“

ვაჭევის საჯარო სკოლის წარმომადგენლები დიდი სიხარულით შეეგებნენ ახალ, 2025 წელს
საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება