სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

ტრადიცია გრძელდება: გარდამავალი თასი და მანტია „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ სკოლას რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილისგან
25-07-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. მასში „ეტალონი მოსწავლეები“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ქალაქის „ეტალონ მოსწავლეებს“ ყოველწლიურად სხვადასხვა საინტერესო სიახლეს სთავაზობს. ის მათ ყველანაირად ხელს უწყობს, რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინონ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მოტივაციასაც უქმნის.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა „ქუთაისის ეტალონი მოსწავლეებისთვის“ გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გამარჯვებულის სკოლაში საპატიო ადგილს იკავებს. წელს იყო სიახლეც - მოსწავლე მანტიით შემოსეს. 

Etaloni.ge მაია ცქიტიშვილს დაუკავშირდა. მან სამომავლო გეგმები, ფინალის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და „ეტალონზე“ საკუთარი შეხედულება გაგვიზიარა.

- ქალბატონო მაია, თქვენ ფინალის დროს რესურსცენტრში იმყოფებოდით, როგორ მიმდინარეობდა ტესტირების პროცესი?

- ფინალისთვის ყველანაირად მომზადებულები ვიყავით. წინა დღეს, განათლების სპეციალისტმა ტექნიკის გამართულობა და ფინალისტის ადგილზე დროული გამოცხადება უზრუნველყო. „ეტალონ მოსწავლეს“ შევასწავლეთ ის გარემო, სადაც ტესტი უნდა გაევლო, რათა ყველაფერი ნაცნობი ყოფილიყო და ხელი არ შეშლოდა. ის, ამჯერად, სახლიდან არ ერთვებოდა, შესაბამისად, როდესაც ადამიანი ახალ გარემოშია უფრო დაძაბულია, ისე თავისუფლად ვერ არის, ამიტომაც გარემოს შევაჩვიეთ. წლევანდელი „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ კონკურსში ადრეც მონაწილეობდა, მან ძალიან მოინდომა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. მას ახლა მეტი მოტივაცია და გამოცდილება აქვს.

- თქვენ „ეტალონი მოსწავლის“ სკოლას გარდამავალ თასს გადასცემთ, მოგვიყევით ამ ტრადიციის შესახებ.

- ეს უკვე ჩვენი ტრადიციაა, მესამე წელია, რა თასი გვაქვს. 4 წელია, რაც მათ სტიპენდია დაენიშნათ. გარდამავალი თასი შარშანაც 31-ე საჯარო სკოლაში იყო და წელსაც იქ დარჩება, რადგან „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ ბოლო ორი წელია სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები ხდებიან. აღნიშნული თასი, ჩემი ინიციატივით, მოსწავლეთა მოტივირებისთვის დაწესდა. მასზე ყველა გამარჯვებულის სახელი, გვარი, წელი და სკოლაა დამაგრებული. სკოლის ვიზიტორებს თასზე შეუძლიათ ნახონ, ვინ როდის გაიმარჯვა. ჩემი აზრით, ეს მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია და ბრძოლის სურვილის გაღვიძებაა. ამ თასს წინა წლის გამარჯვებული გადასცემს ხოლმე ახალ „ეტალონ მოსწავლეს“. ასე ისინი ერთმანეთს ეცნობიან, გზას ულოცავენ და კავშირს ამყარებენ. წელს სიახლე გვქონდა - „ეტალონი მოსწავლე“ მანტიით შევმოსეთ. ბევრისთვის სასიხარულოა, რომ ეს მათთვის პირველად ხდება. ეს მანტია რესურსცენტრში განთავსდება და მას „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ ნახევარფინალსა და ფინალზეც მოირგებს.

- „ეტალონთან“ დაკავშირებით სამომავლო გეგმებიც გაქვთ, ხომ?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ რაიმე კლუბი შევქმნათ, მასში „ეტალონი მოსწავლეები“ გავაერთიანოთ. ასე ისინი სხვა მოსწავლეებისთვის მაგალითის გამზიარებლები იქნებიან. იტყვიან, თუ რა მოუტანა მათ პროექტმა და ამ ტიტულმა. რა დამატებით პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული და როგორი საინტერესო გამოცდილებაა. ძალიან გვინდა, რომ ეს განვახორციელოთ.

- ბოლოს, თქვენი მოსაზრება გაგვიზარეთ ინტელექტ-ჩემპიონატთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებისთვის რამდენად საინტერესო პროექტია?

- მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაშები და შეჯიბრები მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა პროექტს ვუჭერთ მხარს. მათ შორის კი ერთ-ერთია „ეტალონი“. ის წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. „ეტალონი“ სრულიად ეროვნულ სულისკვეთებაზეა დაფუძნებული. მასში არა რომელიმე კონკრეტული მიმართულება, არამედ ზოგადი განათლების ქონა იკვეთება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ მთელ გუნდს, ისინი მართლაც საუკეთესო პროექტს ხელმძღვანელობენ. მადლობა იმ უდიდესი შრომისთვის, რაც მათ გასწიეს იმისთვის, რომ კონკურსი ობიექტური და გამჭვირვალე იყოს. სწორედ ესაა მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი, მათ იციან, რომ თანაბარ პირობებში არიან და სიმართლე და ცოდნა ყოველთვის მათ მხარესაა.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება