სიახლეები
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ მორიგი აღიარება - ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი და წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსზე
23-07-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ანაბასისი“ აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო კონკურსებსა და პროექტებში. პედაგოგების აქტიური მუშაობითა და მონდომებით სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. ამჯერად, სკოლის ეკოკლუბმა „ანაბასისმა“ პედაგოგ თამარ მალაღურაძისა და მოსწავლეების დაუღალავი შრომის შედეგად მორიგი აღიარება მოიპოვა და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ნახევარფინალში გავიდა.

„ეკოკლუბი „ანაბასისი“ მიმდინარე სასწავლო წელს შეიქმნა (კლუბის კურატორი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე) და კონკურსში - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ჩაერთო. კლუბმა არაერთი გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიება განახორციელა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ფარგლებში. ჩატარებულმა აქტივობებმა: პოლიეთილენის ალტერნატიული შესაფუთი მასალების დამზადებამ სახამებლიდან, გადაყრილი პოლიეთილენის ნაწარმოდან სხვადახვა დეკორატიული ნივთების დამზადებამ, გამწვანებისა და გარემოსდაცვითმა აქციებმა, გლობალურ პლატფორმებზე მონაწილეობამ და სხვა. კიდევ უფრო დაგვანახვა არსებული მდგომარეობის სიმძაფრე. დროის საზომი ჩართულია, ბალანსი აღსადგენია. მიზნები 2030 წლისათვის შესრულებული უნდა იყოს!

პლანეტის ყველა მოქალაქე ტოვებს უარყოფით კვალს გარემოზე. ხშირად ისე , რომ არც კი იცის ამის შესახებ. ყველა ადამიანმა ეროვნების, სარწმუნოების, სქესის მიუხედავად უნდა გააცნობიეროს თავის წილი პასუხისმგებლობა.

ეკოკლუბმა „ანაბასისმა“, ნიკო კეცხოველის პრემიაში ახლად ჩართულ სკოლებს შორის ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი დაიმსახურა და წიგნების კომპლექტების შესაძენი ვაუჩერით დასაჩუქრდა. კონკურსის ნახევარფინალზე გაწეული მუშაობის ამსახველი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს კლუბის წევრებმა, სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა ქეთი ცერცვაძემ და ანასტასია ჯუღელმა. წარმატებები კლუბს მომავალ საქმიანობაში!

დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო და მოსწავლეთა საჭოროებებზე მორგებული პროექტის შემოთავაზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ დეტალები ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025 წლის აბიტურიენტებისთვის - პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით ცნობილია

„საფრთხის დონე საშუალო“ - 16-17 სექტემბერს მოსალოდენლია წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

30 სკოლაში დირექტორი სამინისტრომ დისკრეციის წესით დანიშნა - ამილახვარი დეტალებზე

ხელფასები გაიზარდა - განათლებაში ანაზღაურება კვლავ ყველაზე დაბალია

ვულოცავ ყველას - მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

საქართველოს ჰიმნის ფონზე პირველმა და მეთორმეტეკლასელებმა აღმართეს საქართველოს დროშა

დირექციამ და პედაგოგებმა თითოეულ მოსწავლეს მიულოცებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ნაყოფიერი, წარმატებული წელი უსურვეს

აღსანიშნავია, რომ წელს ბანოჯის საჯარო სკოლას სამი პირველკლასელი ჰყავს

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა

სიახლეები
საზოგადოება