მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ძირითადი ნაწილი დასრულდა, ახლა გამოცდები იმ აპლიკანტებისთვის შეიძლება დაინიშნოს, რომლებმაც ტესტი COVIS-19-ის დადასტურების გამო ვერ დაწერეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულ გამოცდაზე დიდი იყო იმ აპლიკანტების რაოდენობა, რომლებიც ტესტის დასაწერად არ მისულან საგამოცდო ცენტრში.
იქიდან გამომდინარე რომ etaloni.ge - ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა კითხვით, შეძლებენ თუ არა ისინი იმ თანხის (50 ლარი) დაბრუნებას რომელიც რეგისტრაციისთვის გადაიხადეს, გადავწყვიტეთ განმარტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიგვემართა.
როგორც საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, თანხის დასაბრუნებლად გამოცდების დაწყებამდე გამოცხადებული იყო ვადა, რომლის დროსაც ნებისმიერ პირს შეეძლო განაცხადი დაეწერა და რეგისტრაციაში გადახდილი თანხა უკან დაებრუნებინა. ეს ვადა გასულია, ამიტომ პედაგოგები, რომლებიც გამოცდაზე არ გავიდნენ და განცხადება არ ჰქონდათ დაწერილი თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ