სიახლეები
სიახლეები

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან
25-07-2022
-
+


ათასწლეულის ფონდი პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მისი მნიშვნელობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზანს ემსახურება ტრადიციული კონკურსი - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გამოცხადდა. 

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა 50-ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო და მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის შეფასებით, 11 კანდიდატი გადავიდა, რომლებთანაც პირისპირ გასაუბრება გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში შედიან ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები.

კონკურსის შედეგად საბოლოო გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

„საზოგადოებამ უკვე გაითავისა, რომ პროფესიული განათლება ყველაზე უფრო სწრაფი გზაა დასაქმებისკენ, რადგანაც ძალიან მალე შეგიძლია დაეუფლო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიას. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ერთერთი მიზანი არის ის, რომ დავანახოთ საზოგადოებას, რომ პროფესიული განათლების მეშვეობით საქართველოშიც შესაძლებელია წარმატებით დასაქმდე და იპოვო ღირსეული საქმე,“ - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

კონკურსს, რომლის მიზანია დარგში მომუშავე წარმატებული ორგანიზაციებისა და ადამიანების წარმოჩენა, 2017 წლიდან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უჭერს მხარს. 

„ჩვენ უკვე ხუთი წელია მხარს ვუჭერთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და ასევე გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე კონკურსანტები ეუფლებიან ჯილდოს. ეს ის ადამიანები არიან, რომელებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს და პროფესიულ განათლებას კიდევ უფრო მისაბაძს ხდიან. ამაზე მეტყველებს კოლეჯებისა და სხვა ორგანიზაციების გაზრდილი ინტერესიც. ასევე იმ ახალი ორგანიზაციების მხარდაჭერაც, რომლებიც წელს შემოუერთდნენ  პროექტს. მიგვაჩნია, რომ სწორედ კერძო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით შევძლებთ, რომ სწორად მოვახდინოთ ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, გავხადეთ პროფესიული განათლება კიდევ უფრო ღირებული და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებს ჩვენს ფილატროპოულ საქმიანობას პროფესიული განათლების და ზოგადად განათლების კუთხით და ამით ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის განვითარებაში,“ - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.  

კონკურსის გამარჯვებულები გალა დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება და სპეციალურ პრიზებით დასაჩუქრდებიან. დამატებით, წელს ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება