მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუსმინა, რომლებიც „1+4 საგანმანათლებლო პროგრამას“ ახორციელებენ.
„1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში სახელმწიფო ენის შესწავლის და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები და საჭიროებები განიხილეს. ასევე, „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები მიმოიხილეს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ხათუნა კვიციანის განცხადებით, შეხვედრაზე პროგრამის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევებს გაესვა ხაზი.
„შევხვდით უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ახორციელებენ „1+4 საგანმანათლებლო პროგრამას“. მათ თავიანთი შეფასებები და კონკრეტული ხედვები გაგვიზიარეს. დეტალურად ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის არის გადასადგმელი“, - განაცხადა ხათუნა კვიციანმა.
თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტმა გასვლითი შეხვედრები უკვე გამართა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
თემატური მოკვლევა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ