სიახლეები
სკოლები

ნაყოფიერი სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
26-07-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 15 ივნისს სასწავლო პროცესის დასრულება საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობდნენ და შემაჯამებელ შეხვედრაზე, კოლეგებს საკუთარი შთაბეჭდილებები თუ გამოცდილება გაუზიარეს.

სკოლის პედაგოგები 11-12 ივნისს თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობდნენ.

ბათუმის კონფერენციაზე - „ციფრული სკოლა - საქართველო“ ქუთაისის N40 საჯარო სკოლა პედაგოგებმა: ანა ჯანელიძემ ( დაწყებითი კლასის მასწავლებელი) და გულისა ხუსკივაძემ (ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი) წარადგინეს.

ხოლო დედაქალაქში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარებულ კონფერენციაზე CTEL -ის პროგრამის ინტეგრირებული სწავლების მეთოდების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში (ინგლისური ენის, სამოქალაქო განათლებისა და ისტ-ის ინტეგრირება) სკოლა წარმოადგინეს პედაგოგებმა: ნელი სიმონიშვილმა (ინგლისური ენა), ლალი რობაქიძემ( ისტორია და სამოქალაქო განათლება) და თამთა გაჩეჩილაძემ( ისტ-ი).

„აღნიშნულმა კონფერენციებმა სკოლის პედაგოგების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად ბათუმიდან და თბილისიდან პედაგოგების ჩამოსვლის შემდეგ მ. არახამიას სახელობის კაბინეტში მოეწყო პრეზენტაციები, რომლებზეც ხსენებულმა მასწავლებლებმა ამომწურავად ისაუბრეს ბათუმსა და თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებზე, გაუზიარეს კოლეგებს შთაბეჭდილებები და აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა მათთვის იყო დიდი გამოცდილება. პრეზენტატორებმა მოუწოდეს თავიანთ ქუთაისელ კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.

სასწავლო წლის დასასრულს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ისტორიის მასწავლებელ ბატონ ვახტანგ შარადენიძის წიგნის „საქართველოს (ამიერკავკასიის) გეოპოლიტიკის ისტორია (უძველესი დროიდან-ახ.წ.Vს.), ნაკვეთი I“ გამოცემა. ბატონმა ვახტანგმა ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს წიგნის შესახებ, ისაუბრა თუ რა უძღოდა წინ სამეცნიერო ნაშრომის გამოცემას, რატომ გაამახვილა ყურადღება კონკრეტულ თემაზე, ვინ და რამ უბიძგა წიგნის შექმნაზე, რამდენი ხანი მუშაობდა წიგნზე... მისი საუბრით დაინტერესებულმა კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ სულ მალე ნიჭიერი კოლეგის, ბატონი ვახტანგ შარადენიძის შრომის კიდევ ერთ ნაყოფს, ანუ წიგნის გაგრძელებას იხილავენ.

15 ივნისის ღონისძიების დასასრულს აუდიტორიის წინაშე წარსდგა სპორტის პედაგოგი ბატონი ბესიკ ჯანელიძე. პანდემიის პერიოდში გამოვიდა ვანო ავალიანის საიუბილეო წიგნი ბატონი ბესიკის შესახებ, რომლის პრეზენტაცია მიზეზთა გამო ვერ შედგა. ამ წიგნთან ერთად პედაგოგმა აუდიტორიას წარუდგინა თავისი სხვა მრავალი წიგნი. ერთი მათგანი „სპორტის მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო“ მარჯვენა ხელია არა მხოლოდ სპორტის მასწავლებლების, არამედ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის სპორტის გაკვეთილებზე. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ წიგნებთან ერთად ბატონი ბესიკ ჯანელიძე მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორიც გახლავთ. ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ია ჩინჩალაძე. მისი აზრით, სასკოლო საზოგადოება კარგად უნდა იცნობდეს წარმატებულ პედაგოგებს, ამიტომ მან მოიწონა ღონისძიების იდეა, მხარი აუბა და მადლობა გადაუხადა იდეის ავტორს, რუსული ენის მასწავლებელ დარეჯან ნემსაძეს, რომელიც უძღვებოდა აღნიშნულ, საკმაოდ საინტერესო, შემაჯამებელ შეხვედრას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს

სკოლების სია ცნობილია - რა საკითხებს განხილავს საბჭო

2025 წლის აბიტურიენტებისთვის - პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით ცნობილია

„საფრთხის დონე საშუალო“ - 16-17 სექტემბერს მოსალოდენლია წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

30 სკოლაში დირექტორი სამინისტრომ დისკრეციის წესით დანიშნა - ამილახვარი დეტალებზე

პიროვნება

„როცა მოსწავლე გავხდი განცდა მქონდა თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი“ 

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს

საქართველოს ჰიმნის ფონზე პირველმა და მეთორმეტეკლასელებმა აღმართეს საქართველოს დროშა

დირექციამ და პედაგოგებმა თითოეულ მოსწავლეს მიულოცებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ნაყოფიერი, წარმატებული წელი უსურვეს

სიახლეები
საზოგადოება