საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების მინიმალური გამსვლელი ქულები პედაგოგებისთვის
იმისათვის, რომ მასწავლებელსა და მასწავლებლობის მსურველს გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (გამონაკლისია გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად).
გთავაზობთ 2022 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ქულებს:
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
- მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
- გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
- ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
- ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
- ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
- ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
- სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
- უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
- ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის (I-XII) 52 ქულა და მეტი;
- სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;
- მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
- სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
- ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
- მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
- ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი;
- სომხურ ენაში - 43 ქულა და მეტი;
- აზერბაიჯანულ ენაში - 43 ქულა და მეტი;
- უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში - 33 ქულა და მეტი;
- წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად - 43 ქულა და მეტი;
- მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად - 53 ქულა და მეტი (75%-იანი ბარიერი).
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.